წარმოიდგინეთ, რომ რაღაც მოქმედება უსასრულოდ უნდა გაიმეოროთ. იმედია, ეს არასოდეს მოგიწევთ: საბედნიეროდ, ეს კომპიუტერებსაც კარგად გამოსდით. ეს არის "სამუდამოდ გამეორების" ბლოკი. ამ ბლოკში რაც არ უნდა ჩააგდოთ, ის თამაშის ბოლომდე გაგრძელდება. თუ გინდათ, მსახიობმა ქმედება გაიმეოროს ისე, რომ მოთამაშეს თითის განძრევაც არ დასჭირდეს, ეს ბლოკები გამეორების ბლოკში უნდა ჩავაგდოთ. შემდეგ ამოცანაში ანას უნდა დავეხმაროთ, დაუსრულებლად იაროს ზევით-ქვევით. თუ გეცოდინებათ გამეორების ბრძანების გამოყენება, საკუთარი თამაშის აწყობისას ბევრ დროს დაზოგავთ.