1 00:00:00,707 --> 00:00:03,505 მინდა იმით დავიწყო, რომ შემოგთავაზოთ ერთი უფასო 2 00:00:03,505 --> 00:00:06,129 რჩევა - ცხოვრებისეული ხრიკი 3 00:00:06,129 --> 00:00:08,750 ამისათვის კი საჭიროა, რომ თქვენ 4 00:00:08,750 --> 00:00:12,937 ორი წუთით შეიცვალოთ პოზა. 5 00:00:12,937 --> 00:00:16,361 მაგრამ, სანამ ამ ხრიკს გაგიზიარებთ, მინდა გთხოვოთ, რომ 6 00:00:16,361 --> 00:00:19,954 ”დაათვალიეროთ” საკუთარი სხეული და გაიაზროთ, რა მდგომარეობაშია ის ახლა. 7 00:00:19,954 --> 00:00:22,369 რამდენი თქვენგანი ცდილობს, რომ დაპატარავდეს? 8 00:00:22,369 --> 00:00:25,090 შეიძლება მოხრილი ხართ, ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული, 9 00:00:25,090 --> 00:00:26,014 ან ხელები გაქვთ გადაჯვარედინებული. 10 00:00:26,014 --> 00:00:29,753 ხანდახან ხელებს ასე ვიჭერთ, 11 00:00:29,753 --> 00:00:33,424 ხანდახან ვშლით მათ. (ისმის სიცილი) 12 00:00:33,424 --> 00:00:35,696 გხედავთ. (ისმის სიცილი) 13 00:00:35,696 --> 00:00:38,211 მოკლედ, მინდა, რომ დააკვირდეთ იმას, თუ რას აკეთებთ ამ წუთას. 14 00:00:38,211 --> 00:00:40,425 ჩვენ ამ საკითხს რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით 15 00:00:40,425 --> 00:00:43,817 და მე იმედი მაქვს, რომ ჩემს ხრიკს ოდნავ მაინც თუ აუღებთ ალღოს, 16 00:00:43,817 --> 00:00:47,453 შეძლებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. 17 00:00:47,453 --> 00:00:51,977 ამგვარად, ჩვენ ძალიან გვიტაცებს სხეულის ენა, 18 00:00:51,977 --> 00:00:53,936 მით უფრო მეტად გვაინტერესებს 19 00:00:53,936 --> 00:00:55,900 სხვა ადამიანების სხეულის ენა. 20 00:00:55,900 --> 00:01:00,121 აი ხომ იცით, ჩვენ გვაინტერესებს როცა (ისმის სიცილი) 21 00:01:00,121 --> 00:01:04,519 იგრძნობა უხერხულობა ურთიერთობაში, ან ვამჩნევთ ღიმილს, 22 00:01:04,519 --> 00:01:08,751 ან ზიზღნარევ მზერას, ან ძალიან ტლანქად ჩაკრულ თვალს, 23 00:01:08,751 --> 00:01:11,989 ან სულაც ხელის ჩამორთმევას. 24 00:01:11,989 --> 00:01:14,667 საუბრობს მთხრობელი: აი ისინიც გამოჩნდნენ 10 ნომერთან და შეხედეთ 25 00:01:14,667 --> 00:01:17,343 პოლიციელს გაუმართლა, მას პრეზიდენტმა ჩამოართვა ხელი. 26 00:01:17,343 --> 00:01:19,831 აშშ-ს პრეზიდენტმა! და აი, ახლა 27 00:01:19,831 --> 00:01:24,758 პრემიერ-მინისტრიც - ? მაგრამ არაო! (ისმის სიცილი) 28 00:01:24,758 --> 00:01:26,846 (ისმის სიცილი) (ისმის აპლოდისმენტები) 29 00:01:26,846 --> 00:01:31,140 საუბრობს ემი ქადი: ანუ ხან, რომ ჩამოართმევენ ხელს და ხან არა. 30 00:01:31,140 --> 00:01:33,664 რაც, შესაძლოა კვირების განმავლობაში განიხილებოდეს. 31 00:01:33,664 --> 00:01:35,804 მათ შორის BBC-სა და New York Times-ში. 32 00:01:35,804 --> 00:01:39,755 ცხადია, როცა ჩვენ სხეულის ენაზე ვსაუბრობთ, 33 00:01:39,755 --> 00:01:43,143 რასაც სოციალურ მეცნიერებაში ჩვენ არავერბალურ ქცევას ვუწოდებთ -- 34 00:01:43,143 --> 00:01:46,023 რადგანაც ეს ენაა, ბუნებრივია, კომუნიკაციის თემა გვახსენდება. 35 00:01:46,023 --> 00:01:48,450 ხოლო, როცა კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, იქვე ვგულისხმობთ ურთიერთობებსაც. 36 00:01:48,450 --> 00:01:51,289 რას მეუბნება მე თქვენი სხეულის ენა? 37 00:01:51,289 --> 00:01:53,555 ან პირიქით, როგორ გესმით თქვენ ჩემი სხეულის ენა? 38 00:01:53,555 --> 00:01:57,773 მრავალი მიზეზის გამო, მართებულია ამ საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა. 39 00:01:57,773 --> 00:02:00,308 მართლაც, მეცნიერებმა სოციალურ სფეროში ბევრი 40 00:02:00,308 --> 00:02:03,700 დრო დახარჯეს, იმისათვის, რომ შეესწავლათ ჩვენი და 41 00:02:03,700 --> 00:02:06,209 სხვების სხეულის ენის გავლენა ადამიანების მსჯელობაზე. 42 00:02:06,209 --> 00:02:09,648 ჩვენ ძალიან სწრაფად გვექმნება წარმოდგენა და აზრი ადამიანზე, მისი სხეულის ენიდან გამომდინარე. 43 00:02:09,648 --> 00:02:13,638 და ამ წარმოდგენებსა და აზრებს, შესაძლოა რეალური და მნიშვნელოვანი შედეგები მოყვეს. 44 00:02:13,638 --> 00:02:17,431 მაგალითად, ადამიანის სამუშაოზე აყვანა, დაწინაურება ან პაემანზე დაპატიჟება. 45 00:02:17,431 --> 00:02:22,116 მაგალითად, ნალინი ამბადი, მკვლევარი ტაფტის უნივერსიტეტიდან 46 00:02:22,116 --> 00:02:26,588 გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები ნახავენ 30 წამიან უხმო ვიდეო-კლიპს 47 00:02:26,588 --> 00:02:29,612 რომელიც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ასახავს რეალურ სიტუაციაში, 48 00:02:29,612 --> 00:02:32,445 ის თუ, რამდენად დადებითი წარმოდგენა შეექმნათ მათ ექიმზე, 49 00:02:32,445 --> 00:02:35,082 გამოდგება იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, უჩივლებენ თუ არა მას 50 00:02:35,082 --> 00:02:37,276 აქ საუბარი იმდენად იმაზე კი არ არის, არის თუ არა 51 00:02:37,276 --> 00:02:39,421 ეს ექიმი კომპეტენტური, არამედ იმაზე, მოგვწონს თუ არა ეს ადამიანი 52 00:02:39,421 --> 00:02:42,117 და ის თუ, როგორ იქცეოდა ის მოცემულ სიტუაციაში. 53 00:02:42,117 --> 00:02:45,052 კიდევ უფრო შთამბეჭდავია პრინსოტნის უნივერსიტეტიდან ალექს თოდოროვის აღმოჩენა, 54 00:02:45,052 --> 00:02:48,729 რომ პოლიტიკური კანდიდატების სახეებზე 55 00:02:48,729 --> 00:02:53,316 ერთწამიანი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი 70 პროცენტით ემთხვევა აშშ-ს სენატორებისა 56 00:02:53,316 --> 00:02:56,547 გუბერნატორების არჩევნების შედეგებს. 57 00:02:56,547 --> 00:02:58,769 უფრო მეტიც, ახლა ციფრულ სამყაროზე გადავიდეთ, 58 00:02:58,769 --> 00:03:02,914 ”ემოტიკონებს”, რომლებიც ონლაინ მოლაპარაკებებში გამოიყენება, 59 00:03:02,914 --> 00:03:05,746 შეუძლიათ კიდევ უფრო წარმატებული გახადონ მოლაპარაკება. 60 00:03:05,746 --> 00:03:08,969 ანუ გირჩევნიათ ისინი კარგად გამოიყენოთ, არა? 61 00:03:08,969 --> 00:03:11,866 როცა ჩვენ არავერბალურ ენას განვიხილავთ, გვაინტერესებს, როგორ განვსჯით 62 00:03:11,866 --> 00:03:14,968 სხვებს, ან სხვები, როგორ განგვსჯიან ჩვენ და რა შედეგები მოყვება ამას. 63 00:03:14,968 --> 00:03:16,848 თუმცა, ჩვენ ხშირად გვავიწყდება სხვა აუდიტორია, 64 00:03:16,848 --> 00:03:20,523 რომელზეც ჩვენი სხეულის ენა ახდენს გავლენას. და ეს აუდიტორია თავად ჩვენ ვართ . 65 00:03:20,523 --> 00:03:23,736 ჩვენი სხეულის ენა ჩვენზეც ზემოქმედებს. ის გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, 66 00:03:23,736 --> 00:03:26,099 ჩვენს გრძნობებზე და ჩვენს ფიზიოლოგიაზე. 67 00:03:26,099 --> 00:03:29,162 და მაინც, რას ვგულისხმობ ამ სხეულის ენაში? 68 00:03:29,162 --> 00:03:32,105 მე სოციალური ფსიქოლოგი ვარ და სტერეოტიპულ განწყობებს (prejudice) შევისწავლი. 69 00:03:32,105 --> 00:03:34,832 მაღალრეიტინგულ ბიზნეს-სკოლაში ვასწავლი, 70 00:03:34,832 --> 00:03:39,316 ამდენად, ჩემი დაინტერესება ძალაუფლების თემით გარდაუვალი იყო. 71 00:03:39,316 --> 00:03:43,128 კერძოდ, მე დავინტერესდი ძალაუფლებისა და 72 00:03:43,128 --> 00:03:45,131 დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებებით. 73 00:03:45,131 --> 00:03:47,789 როგორია ძალაუფლებისა და დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებები? 74 00:03:47,789 --> 00:03:49,953 აი, როგორია! 75 00:03:49,953 --> 00:03:52,831 ამგვარად, ცხოველთა სამყაროში ის სხეულის გაშლას, განვრცობას გულისხმობს. 76 00:03:52,831 --> 00:03:55,841 შენ ფართოდ იშლები და იწელები, რომ უფრო დიდი გამოჩნდე, 77 00:03:55,841 --> 00:03:58,782 რომ მეტი სივრცე დაიკავო ანუ არსებითად, უფრო მეტად გამოჩნდე . 78 00:03:58,782 --> 00:04:01,772 დიახ, უფრო მეტად გამოჩნდე. და ეს მართლაც ასეა 79 00:04:01,772 --> 00:04:05,532 ცხოველთა სამყაროში. და ეს მხოლოდ პრიმატებს არ ეხება, 80 00:04:05,532 --> 00:04:08,952 ადამიანებიც ზუსტად ასე იქცევიან. (ისმის სიცილი) 81 00:04:08,952 --> 00:04:12,663 ამას ყოველთვის აკეთებენ, მაშინაც, როცა მუდმივად გრძნობენ ძალაუფლებას 82 00:04:12,663 --> 00:04:15,664 და მაშინაც, როცა ეს გრძნობა დროებითია. 83 00:04:15,664 --> 00:04:18,569 აი ეს, მაგალითად, ძალიან საინტერესოა! ის აჩვენებს 84 00:04:18,569 --> 00:04:22,758 თუ რამდენად უნივერსალური და დროში გამოცდილია ძალაუფლების ამგვარი გამოხატულებები. 85 00:04:22,758 --> 00:04:25,357 აი ეს მდგომარეობა, რომელიც სიამაყეს გამოხატავს, 86 00:04:25,357 --> 00:04:28,405 ჯესიკა თრეისიმ შეისწავლა. მან დაადგინა, რომ 87 00:04:28,405 --> 00:04:30,517 ადამიანები, ვისაც არ ჰქონია მხედველობის პრობლემები 88 00:04:30,517 --> 00:04:33,458 და ისინიც, ვინც დაბადებით უსინათლონი არიან, ასე აკეთებენ, 89 00:04:33,458 --> 00:04:35,772 როცა სპორტულ შეჯიბრებაში იმარჯვებენ. 90 00:04:35,772 --> 00:04:37,750 როცა ისინი ფინიშის ხაზს გადაკვეთენ და გამარჯვებულნი არიან, 91 00:04:37,750 --> 00:04:39,861 არ აქვს მნიშვნელობა, უნახავთ თუ არა სხვა როგორ იქცევა ამ დროს. 92 00:04:39,861 --> 00:04:40,947 ისინი ასე აკეთებენ. 93 00:04:40,947 --> 00:04:44,390 ხელები ზემოთ არის ატაცებული და ნიკაპიც ოდნავ აწეულია. 94 00:04:44,390 --> 00:04:46,934 როგორ ვიქცევით, როცა უძლურად ვგრძნობთ თავს? ზუსტად 95 00:04:46,934 --> 00:04:50,984 საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. ვიკუნტებით. ვიხრებით. 96 00:04:50,984 --> 00:04:54,448 ვპატარავდებით. არ გვინდა, ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს შევეჯახოთ. 97 00:04:54,448 --> 00:04:57,489 და ამ შემთხვევაშიც, ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. 98 00:04:57,489 --> 00:05:00,569 და აი რა ხდება, როცა ერთმანეთს ძლევამოსილი და უსუსური 99 00:05:00,569 --> 00:05:02,880 ადამიანები ხვდებიან. ანუ, ჩვენ, როგორც წესი, 100 00:05:02,880 --> 00:05:07,248 მეორე ადამიანის არავერბალური ქცევის საპასუხო ქცევას ვახორციელებთ. 101 00:05:07,248 --> 00:05:09,679 თუკი, მეორე ადამიანი ჩვენთან მიმართებაში დიდი ძალაუფლებას ავლენს, 102 00:05:09,679 --> 00:05:11,904 ჩვენ ’ვპატარავდებით’. ჩვენ არ ვიმეორებთ სარკისებურად მათ ქცევას. 103 00:05:11,904 --> 00:05:13,937 ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით. 104 00:05:13,937 --> 00:05:17,136 აი მე, ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს აუდიტორიაში, 105 00:05:17,136 --> 00:05:23,922 და რას ვამჩნევ? მე ვამჩნევ, რომ MBA სტუდენტები 106 00:05:23,922 --> 00:05:26,926 ავლენენ ძალაუფლების გამომხატველი არავერბალური ქცევის სრულ სპექტრს. 107 00:05:26,926 --> 00:05:29,394 გვყავს სტუდენტები, რომლებიც ნამდვილი ”ალფა არსებები” არიან, 108 00:05:29,394 --> 00:05:32,384 რომლებიც, მაშინვე ოთახის ცენტრში შემოდიან, 109 00:05:32,384 --> 00:05:36,316 ჯერ კიდევ სანამ ლექცია დაიწყება, მათ უკვე უნდათ, რომ სივრცე დაიკავონ. 110 00:05:36,316 --> 00:05:38,205 სხდებიან ფართოდ გაშლილ პოზაში. 111 00:05:38,205 --> 00:05:40,337 ხელს ასე სწევენ. 112 00:05:40,337 --> 00:05:42,972 და მეორეს მხრივ, გვყავს სტუდენტები, რომლებიც მართლაც ერთი-ორად პატარავდებიან, 113 00:05:42,972 --> 00:05:45,296 როცა ოთხაში შემოდიან. ამას, მათი შემოსვლისთანავე ამჩნევ. 114 00:05:45,296 --> 00:05:47,834 ეს აისახება მათ სახეებსა და სხეულებზე. ისინი სხდებიან 115 00:05:47,834 --> 00:05:49,820 თავიანთ ადგილებზე და პატარავდებიან. 116 00:05:49,820 --> 00:05:52,969 და ხელს, აი ასე იწევენ. 117 00:05:52,969 --> 00:05:54,646 ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დაკვირვება მაქვს. 118 00:05:54,646 --> 00:05:56,383 პირველი, რომელიც მგონი არ გაგაკვირვებთ, 119 00:05:56,383 --> 00:05:58,727 სავარაუდოდ უკავშირდება სქესს. 120 00:05:58,727 --> 00:06:04,192 ქალები, უფრო მეტი ალბათობით გააკეთებენ ამას, ვიდრე კაცები. 121 00:06:04,192 --> 00:06:06,778 ქალები ქრონიკულად უფრო ნაკლებ ძალაუფლებას გრძნობენ, ვიდრე კაცები - 122 00:06:06,778 --> 00:06:10,733 ამდენად ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ მეორე რამ, რაც მე შევამჩნიე, არის ის, რომ 123 00:06:10,733 --> 00:06:13,578 ძალაუფლების გამოხატულება, ასევე უკავშირდება 124 00:06:13,578 --> 00:06:17,259 ლექციებზე სტუდენტების აქტიურობის სიხშირესაც და ხარისხსაც. 125 00:06:17,259 --> 00:06:19,841 MBA-ს ლექციებზე კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 126 00:06:19,841 --> 00:06:22,522 იმიტომ, რომ აქტიურობის ქულა ჯამური შეფასების ნახევარს შეადგენს. 127 00:06:22,522 --> 00:06:26,995 ბიზნეს-სკოლები თავს იტეხენ, როგორ გადალახონ ეს სქესთაშორის სხვაობით გამოწვეული ნიშნების პრობლემა. 128 00:06:26,995 --> 00:06:30,267 სწავლას, ორივე სქესის, ერთნაირად კარგი სტუდენტები იწყებენ, 129 00:06:30,267 --> 00:06:32,263 მაგრამ ბოლოში განსხვავებულ შეფასებებს იღებენ, 130 00:06:32,263 --> 00:06:35,523 რისი მიზეზიც, როგორც სჩანს, ნაწილობრივ ლექციაზე აქტიურობაა. 131 00:06:35,523 --> 00:06:38,546 მეც დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი, კარგი, 132 00:06:38,546 --> 00:06:41,070 ეს ხალხი ასე შემოდის აუდიტორიაში, და 133 00:06:41,070 --> 00:06:44,741 ლექციის დროს აქტიურობს. ნეტა, არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა ითამაშონ? 134 00:06:44,741 --> 00:06:46,713 გახდებიან ამის მერე ისინი უფრო აქტიურები? 135 00:06:46,713 --> 00:06:51,378 დენა ქარნი ჩემი კოლეგაა ბერკლიდან, რომელთან ერთადაც მე ძირითადად ვმუშაობ, 136 00:06:51,378 --> 00:06:54,933 მე მართლაც მინდოდა გამეგო, შეიძლება ითამაშო და ბოლოს გამოგივიდეს? 137 00:06:54,933 --> 00:06:57,963 ანუ, ცოტა ხანი ეს გააკეთო, როგორც თამაში, იმიტაცია და მერე, 138 00:06:57,963 --> 00:07:01,786 ერთხელაც, მართლაც გამოგივიდეს ასე მოქცევა და რეალურად იგრძნო ძალაუფლება? 139 00:07:01,786 --> 00:07:05,338 ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი სხეულის ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმაში 140 00:07:05,338 --> 00:07:07,031 თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე. ამის ბევრი დასტურია. 141 00:07:07,031 --> 00:07:10,143 მაგრამ ჩვენ სინამდივლეში გვაინტერესებდა, ახდენს თუ არა 142 00:07:10,143 --> 00:07:13,253 ჩვენი სხეულის ენა გავლენას საკუთარი თავის მიმართ ჩვენს განწყობებსა და დამოკიდებულებებზე. 143 00:07:13,253 --> 00:07:15,943 გარკვეულწილად, ამის დასტურიც არსებობს. 144 00:07:15,943 --> 00:07:20,579 მაგალითად, ჩვენ ვიღიმით, როცა გვიხარია, 145 00:07:20,579 --> 00:07:22,757 მაგრამ მაშინაც კი, როცა ჩვენ იძულებით ვიღიმით, იმიტომ, რომ 146 00:07:22,757 --> 00:07:27,172 კალამი გვიჭირავს პირით, აი ასე, სიხარულის განცდა გვეუფლება. 147 00:07:27,172 --> 00:07:30,253 ესეიგი, ასეც ხდება და ისეც. და რაც შეეხება ძალაუფლებას, 148 00:07:30,253 --> 00:07:35,468 აქაც იგივე ვითარებაა. ანუ, როცა ძალაუფლებას გრძნობ, 149 00:07:35,468 --> 00:07:38,854 დიდი ალბათობით, აი ასე გააკეთებ, მაგრამ ასევე შესაძლებელია პირიქით, 150 00:07:38,854 --> 00:07:44,460 თავი მოაჩვენო, რომ გრძნობ ძალაუფლებას და 151 00:07:44,460 --> 00:07:46,888 მართლაც იგრძნო ძალაუფლება. 152 00:07:46,888 --> 00:07:49,948 ამგვარად, მეორე რამ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, იყო 153 00:07:49,948 --> 00:07:52,531 ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გონება გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე, 154 00:07:52,531 --> 00:07:56,948 მაგრამ მართალია, რომ ჩვენი სხეულიც ცვლის ჩვენს ტვინს? 155 00:07:56,948 --> 00:07:59,675 და რას ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ, იმ ადამიანების ტვინებზე, 156 00:07:59,675 --> 00:08:01,047 ვინც ძალაუფლებას გრძნობს? 157 00:08:01,047 --> 00:08:03,213 მე ვგულისხმობ აზრებს და გრძნობებს, 158 00:08:03,213 --> 00:08:06,668 და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებზე, 159 00:08:06,668 --> 00:08:09,876 ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჰორმონებზე. მე ჰორმონებს შევისწავლი. 160 00:08:09,876 --> 00:08:12,979 კარგით, მაინც როგორია ძალაუფლების გრძნობით აღვსილი 161 00:08:12,979 --> 00:08:14,210 ან უძლური ადამიანის ტვინი? 162 00:08:14,210 --> 00:08:18,506 როგორც მოსალოდნელი იყო, ძალაუფლების გრძნობის მქონე ადამიანები 163 00:08:18,506 --> 00:08:22,730 უფრო გამბედავნი, თავდაჯერებულნი და ოპტიმისტურებიც კი, არიან. 164 00:08:22,730 --> 00:08:25,729 მათ აქვთ გრძნობა, რომ წარმატებას მიაღწევენ, მაშინაც კი, როცა ეს იღბალზეა დამოკიდებული. 165 00:08:25,729 --> 00:08:29,908 მათ, ასევე, როგორც წესი უფრო გამოსდით აბსტრაქტულად აზროვნება 166 00:08:29,908 --> 00:08:32,514 მათ ძალიან ბევრი რამ განასხვავებთ. ისინი უფრო რისკიანები არიან. 167 00:08:32,514 --> 00:08:35,367 ძალიან ბევრი განსხვავებაა ძალაუფლების მეტი და ნაკლები გრძნობის მქონე ადამიანებს შორის. 168 00:08:35,367 --> 00:08:38,659 ეს განსხვავებები ფიზიოლოგიურ დონეზეც ვლინდება, ორი 169 00:08:38,659 --> 00:08:42,724 საკვანძო ჰორმონით: ტესტოსტერონი, რომელიც დომინანტურობის ჰორმონია, 170 00:08:42,724 --> 00:08:46,387 და კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია. 171 00:08:46,387 --> 00:08:49,724 ანუ ვლინდება, რომ 172 00:08:49,724 --> 00:08:53,563 ძალაუფლების მქონე ალფა მამრებს პრიმატების საზოგადოებრივ იერარქიაში 173 00:08:53,563 --> 00:08:56,761 აქვთ ტესტოსტერონის მაღალი და კორტიზოლის დაბალი დონეები. 174 00:08:56,761 --> 00:09:00,287 ასეთივე ჰორმონალური სურათი იკვეთება ძლევამოსილ 175 00:09:00,287 --> 00:09:02,542 და წარმატებულ ლიდერებში. 176 00:09:02,542 --> 00:09:04,845 როგორ უნდა გავიგოთ ეს? როცა ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ, 177 00:09:04,845 --> 00:09:07,270 ხალხი, ადრე, როგორც წესი, მხოლოდ ტესტოსტერონს მოიაზრებდა, 178 00:09:07,270 --> 00:09:09,058 იმიტომ, რომ ის დომინანტურობას უკავშირდება. 179 00:09:09,058 --> 00:09:12,528 მაგრამ სინამდვილეში, ძალაუფლების განცდა, ასევე უკავშირდება იმას, თუ როგორ რეაგირებთ სტრესზე. 180 00:09:12,528 --> 00:09:15,657 ანუ, გინდათ ლიდერი, რომელიც დომინანტურია, 181 00:09:15,657 --> 00:09:18,399 ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვს, მაგრამ სტრესის მიმართ მგრძნობიარეა? 182 00:09:18,399 --> 00:09:20,734 ალბათ არ გინდათ. თქვენ გინდათ ადამიანი, 183 00:09:20,734 --> 00:09:23,018 რომელიც ძლევამოსილია, გამბედავი და დომინანტური, 184 00:09:23,018 --> 00:09:26,706 არ არის სტრესის მიმართ მგრძნობიარე, არამედ მშვიდია. 185 00:09:26,706 --> 00:09:32,938 ჩვენ ვიცით, რომ პრიმატებში, თუკი 186 00:09:32,938 --> 00:09:36,629 მამრი მოიპოვებს დომინანტურ, ალფა პოზიციას, 187 00:09:36,629 --> 00:09:39,186 ასე ვთქვათ, მოულოდნელად, 188 00:09:39,186 --> 00:09:42,297 სულ რამდენიმე დღეში მისი ტესტოსტერონის დონე არსებითად იმატებს, 189 00:09:42,297 --> 00:09:45,802 ხოლო კორტიზოლის დონე - არსებითად ეცემა. 190 00:09:45,802 --> 00:09:48,843 ამგვარად, ჩვენ გვაქვს დასტური იმისა, რომ სხეულს აქვს გავლენა 191 00:09:48,843 --> 00:09:51,209 გონებაზე, სულ მცირე, სახის გამომეტყველების დონეზე, 192 00:09:51,209 --> 00:09:55,338 და ასევე, დასტური იმისა, რომ როლის შეცვლაც ახდენს გავლენას ტვინზე. 193 00:09:55,338 --> 00:09:58,120 ანუ აი რა ხდება, თქვენ იცვლით როლს, 194 00:09:58,120 --> 00:10:00,704 რა ხდება თუკი ეს ცვლილება ძალიან მცირეა, 195 00:10:00,704 --> 00:10:03,117 სულ მცირე, მინიმალური ცვლილება. 196 00:10:03,117 --> 00:10:05,768 თქვენ ეუბნებით თქვენ თავს, ”ორი წუთის განმავლობაში, მინდა ასე ვიდგე, 197 00:10:05,768 --> 00:10:08,551 და ამისგან მე მეტ ძალაუფლებას შევიგრძნობ” 198 00:10:08,551 --> 00:10:13,026 აი, რა გავაკეთეთ ჩვენ. გადავწყვიტეთ, 199 00:10:13,026 --> 00:10:17,239 ლაბორატორიაში, პატარა ექსპერიმენტზე მოგვეწვია ხალხი, რომელსაც 200 00:10:17,239 --> 00:10:21,668 ორი წუთის განმავლობაში, სხვადასხვა, მაღალი ან დაბალი 201 00:10:21,668 --> 00:10:23,917 ძალაუფლების გამომხატველი პოზა უნდა მიეღოთ. მე გაჩვენებთ, 202 00:10:23,917 --> 00:10:26,879 ხუთ ასეთ პოზას, თუმცა ყოველი ცალკული ადამიანი მხოლოდ ორ პოზას იღებდა. 203 00:10:26,879 --> 00:10:29,359 აი, ერთერთი მათგანი. 204 00:10:29,359 --> 00:10:31,453 კიდევ ორი. 205 00:10:31,453 --> 00:10:34,271 ამას ”ქალი საოცრება” შეარქვეს 206 00:10:34,271 --> 00:10:36,646 მედიაში. 207 00:10:36,646 --> 00:10:37,968 აი, კიდევ რამდენიმე. 208 00:10:37,968 --> 00:10:40,322 ანუ, ზოგი იჯდა, ზოგი იდგა. 209 00:10:40,322 --> 00:10:42,307 ესენი დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზებია. 210 00:10:42,307 --> 00:10:46,370 ადამიანი ძალიან იკუნტება, პატარავდება. 211 00:10:46,370 --> 00:10:48,109 ეს ძალიან უსუსური პოზაა. 212 00:10:48,109 --> 00:10:49,466 როცა საკუთარ კისერს ეხები, 213 00:10:49,466 --> 00:10:52,092 ცდილობ საკუთარი თავის დაცვას. 214 00:10:52,092 --> 00:10:54,677 და აი, რა ხდება. ეს ხალხი შემოდის, 215 00:10:54,677 --> 00:10:56,437 მათ სხვადასხვა სივრცეებში ვანაწილებთ, 216 00:10:56,437 --> 00:10:59,610 და ვეუბნებით, რომ ორი წუთის განმავლობაში ასეთი ან ასეთი პოზა მიიღონ. 217 00:10:59,610 --> 00:11:01,403 მათ არანაირ გამოსახულებას არ ვაჩვენებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა, 218 00:11:01,403 --> 00:11:04,783 რამეზე მივანიშნოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ თავად იგრძნონ ძალაუფლება, 219 00:11:04,783 --> 00:11:06,842 ხომ ასეა? მოკლედ, ორი წუთის განმავლობაში ისინი რაღაც პოზაში არიან. 220 00:11:06,842 --> 00:11:10,051 შემდეგ ვეკითხებით მათ, თუ რამდენად აქვთ ძალაუფლების განცდა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. 221 00:11:10,051 --> 00:11:12,818 მერე, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ აზარტულ თამაშში 222 00:11:12,818 --> 00:11:15,583 და ვიღებთ მათი ნერწყვის ნიმუშს. 223 00:11:15,583 --> 00:11:17,148 სულ ეს არის, მთელი ექსპერიმენტი. 224 00:11:17,148 --> 00:11:20,854 და აი, რა აღმოვაჩინეთ. რისკიანობას, რაც აზარტულ თამაშებში აუცილებელია, გამოავლენ 225 00:11:20,854 --> 00:11:23,752 თუკი მანამდე მაღალი ძალაუფლების გამომხატველ 226 00:11:23,752 --> 00:11:27,250 პოზაში იყავი, 86 პროცენტიანი ალბათობით. 227 00:11:27,250 --> 00:11:29,195 თუკი, დაბალი ძალაუფლების გამომხატველ პოზაში იყავი, 228 00:11:29,195 --> 00:11:33,370 რისკიანობის გამოვლენის მხოლოდ 60 პროცენტიანი შანსია. ეს დიდი სხვაობაა! 229 00:11:33,370 --> 00:11:35,850 მონაწილეთა ტესტოსტერონის დონეზე კი, ეს ასე აისახა. 230 00:11:35,850 --> 00:11:39,355 თუ შევადარებთ ექსპერიმენტის დაწყებამდე მიღებულ მონაცემებს 231 00:11:39,355 --> 00:11:41,717 მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შემთხვევაში, მან 20%-ით მოიმატა, 232 00:11:41,717 --> 00:11:46,338 ხოლო დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად - 10%-ით დაიკლო. 233 00:11:46,338 --> 00:11:49,155 ანუ, სულ ორი წუთი და აი, ასეთ ცვლილებებს ვიღებთ. 234 00:11:49,155 --> 00:11:51,907 რაც შეეხება კორტიზოლის მონაცემებს. მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის შედეგად 235 00:11:51,907 --> 00:11:54,954 მონაწილეებში მისი დონე 25%-ით იკლებს, ხოლო 236 00:11:54,954 --> 00:11:59,086 დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად კი - 15%-ით იზრდება. 237 00:11:59,086 --> 00:12:01,818 ორი წუთი იწვევს ასეთ ჰორმონალურ ცვლილებებს, 238 00:12:01,818 --> 00:12:04,835 რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი მდგომარეობა, 239 00:12:04,835 --> 00:12:07,763 გაგხადონ გაბედული, თავდაჯერებული და კომფორტულად გაგრძნობინონ თავი, 240 00:12:07,763 --> 00:12:11,771 ან გაგხადონ სტრესის მიმართ მეტად მგრძნობიარე, 241 00:12:11,771 --> 00:12:15,627 რაღაცნაირად უძლური. ეს გრძნობა კი ალბათ ყველას განგვიცდია, არა? 242 00:12:15,627 --> 00:12:18,514 როგორც სჩანს, ჩვენი სხეულის ენა მართლაც ახდენს გავლენას იმაზე, 243 00:12:18,514 --> 00:12:20,835 თუ რა აზრი და დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ. 244 00:12:20,835 --> 00:12:23,291 ესეიგი, ჩვენს თვითშეფასებაზე არა მხოლოდ სხვები, არამედ ჩვენც ვახდენთ გავლენას. 245 00:12:23,291 --> 00:12:25,718 და ჩვენი სხეულებიც ახდენს გავლენას ჩვენს გონებაზე. 246 00:12:25,718 --> 00:12:28,124 შესაბამისად, შემდეგი შეკითხვა ასეთია: 247 00:12:28,124 --> 00:12:29,638 რამდენიმე წუთით რაღაც პოზა, რომ მივიღო, 248 00:12:29,638 --> 00:12:31,929 ეს მართლა შეცვლის რამეს ჩემს ცხოვრებაში? 249 00:12:31,929 --> 00:12:34,575 ის რაც ვნახეთ, ლაბორატორიაში ხდებოდა. პატარა დავალება იყო, 250 00:12:34,575 --> 00:12:37,171 სულ ორწუთიანი. მაგრამ, რეალობაში, 251 00:12:37,171 --> 00:12:39,946 სად შეიძლება ამის გამოყენება? რაც ცხადია, ჩვენი გვაინტერესებს კიდეც. 252 00:12:39,946 --> 00:12:44,123 ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გამოყენება, აზრიანად, 253 00:12:44,123 --> 00:12:46,711 შესაძლებელია სიტუაციებში, რომლებშიც ხდება შეფასება, განსჯა. 254 00:12:46,711 --> 00:12:50,164 მაგალითად სოციალური სიტუაციები, რომელიც საფრთხის შემცველია. სადაც, მაგალითად გაფასებენ, 255 00:12:50,164 --> 00:12:53,848 თუნდაც შენი მეგობრები. აი, თინეიჯერი, რომ წარმოვიდგინოთ ბუფეტში. 256 00:12:53,848 --> 00:12:56,053 ან თუნდაც საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, როცა საჯაროდ 257 00:12:56,053 --> 00:12:59,077 გამოდიხართ რამე სხდომაზე. ან ცდილობთ კლიენტი დაიყოლიოთ, 258 00:12:59,077 --> 00:13:01,934 ან ასე, ჩემსავით გამოსვლა გაქვთ 259 00:13:01,934 --> 00:13:04,732 ან გასაუბრება, სამუშაოზე ასაყვნად. 260 00:13:04,732 --> 00:13:07,224 ჩვენც, სწორედ, სამსახურში ასაყვანად გასაუბრების სიტუაცია 261 00:13:07,224 --> 00:13:08,461 ავირჩიეთ, რადგან ეს უმრავლესობისათვის 262 00:13:08,461 --> 00:13:09,843 კარგად ნაცნობი სიტაუციაა. 263 00:13:09,843 --> 00:13:13,796 გამოვაქვეყნეთ ჩვენი კვლევის შედეგები. მედიაც 264 00:13:13,796 --> 00:13:16,390 ძალიან დაინტერესდა და, თურმე, აი ასე უნდა 265 00:13:16,390 --> 00:13:19,590 გააკეთო, როცა გასაუბრებაზე გადიხარო. (ისმის სიცილი) 266 00:13:19,590 --> 00:13:21,981 ჩვენ გული შეგვიწუხდა, ცხადია, და განვაცხადეთ, 267 00:13:21,981 --> 00:13:24,166 რომ, ღმერთო ჩემო, ამას სულაც არ ვგულისხმობდით. 268 00:13:24,166 --> 00:13:26,941 ამისთვის ბევრი მიზეზია, არა, არა და არა, ასე არ მოიქცეთ! 269 00:13:26,941 --> 00:13:29,532 იმიტომ, რომ აქ მთავარი საკითხი, ის კი არ არის, სხვებს როგორ ესაუბრები, 270 00:13:29,532 --> 00:13:31,391 არამედ საკუთარ თავს რას ეუბნები. რას აკეთებ მანამდე, 271 00:13:31,391 --> 00:13:34,200 სანამ გასაუბრებაზე შეხვალ? როგორც წესი - ამას. 272 00:13:34,200 --> 00:13:36,466 მართალია? ზიხარ, ჩაჰყურებს შენს აიფონს, 273 00:13:36,466 --> 00:13:38,752 ან ანდროიდს, რომ არავინ გამომრჩეს. 274 00:13:38,752 --> 00:13:40,946 ან ხომ იცი, უყურებ შენს ჩანაწერებს, 275 00:13:40,946 --> 00:13:42,776 ბეჭებში მოხრილი და დაპატარავებული ხარ. 276 00:13:42,776 --> 00:13:45,068 მაშინ, როცა სინამდვილეში აი, ამას უნდა აკეთებდე, 277 00:13:45,068 --> 00:13:48,484 თუნდაც საპირფარეშოში, რატომაც არა?! გამოყავი ორი წუთი და გააკეთე ეს. 278 00:13:48,484 --> 00:13:49,904 აი რისი შემოწმება გვინდა, გასაგებია ხო? 279 00:13:49,904 --> 00:13:52,088 ისევ შევკრიბეთ ადამიანები ლაბორატორიაში და 280 00:13:52,088 --> 00:13:55,465 ისევ ვთხოვეთ მიეღოთ მაღალი ან დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზები, 281 00:13:55,465 --> 00:13:58,097 რის მერეც მათ ძალიან სტრესული გასაუბრება გაიარეს. 282 00:13:58,097 --> 00:14:01,713 ეს გასაუბრება, სულ 5 წუთს გრძელდებოდა. ჩვენ ვიწერდით. 283 00:14:01,713 --> 00:14:04,224 ამასთანავე, გვყავდა შემფასებლები, რომლებიც წინასწარ 284 00:14:04,224 --> 00:14:08,199 მოვამზადეთ, რომ არ გამოეხატათ არანაირი არავერბალურ რეაქცია. 285 00:14:08,199 --> 00:14:09,806 აი, ასეთი სახეებით ისხდნენ. წარმოიდგინეთ, 286 00:14:09,806 --> 00:14:12,090 ეს ადამიანი ზის თქვენს პირისპირ გასაუბრებაზე. 287 00:14:12,090 --> 00:14:16,713 მთელი 5 წუთი, ის, აი ასე, უმეტყველო სახით ზის. ამას ჯობია გაგაწყვეტინოს ხოლმე. 288 00:14:16,713 --> 00:14:20,026 ადამიანები ამას ვერ იტანენ. ამას მერიან ლეფრანსი 289 00:14:20,026 --> 00:14:22,117 "სოციალურ მორევში დგომას" უწოდებს. 290 00:14:22,117 --> 00:14:23,926 ეს ნამდვილად აგიწევთ კორტიზოლის დონეს. 291 00:14:23,926 --> 00:14:25,628 მოკლედ, ასეთი გასაუბრება უნდა გაევლოთ, 292 00:14:25,628 --> 00:14:28,457 რადგან ჩვენ, მართლაც გვაინტერესებდა რა მოხდებოდა. 293 00:14:28,457 --> 00:14:31,564 ამის შემდეგ, ჩანაწერები ნახეს სხვა ადამიანებმა, 294 00:14:31,564 --> 00:14:34,736 ამ ადამიანებს წარმოდგენა არ ქონდათ არც ექსპერიმენტის ჰიპოთეზაზე, არც პირობებზე. 295 00:14:34,736 --> 00:14:37,521 არც ის იცოდნენ, რომელი მონაწილე რა პოზას იღებდა გასაუბრებამდე. 296 00:14:37,521 --> 00:14:42,611 ამ ადამიანებმა, მას შემდეგ, რაც ყველა ჩანაწერი ნახეს 297 00:14:42,611 --> 00:14:44,683 თქვეს ”აი ეს ხალხი გვინდა ჩვენ”-ო. და სწორედ ის მონაწილეები აირჩიეს, 298 00:14:44,683 --> 00:14:48,105 ვისაც მაღალი ძალაუფლების პოზა ჰქონდა მიღებული გასაუბრებამდე. ”ეს ხალხი არ გვინდა”-ო. 299 00:14:48,105 --> 00:14:50,890 ”ვინც შევარჩიეთ, ის ხალხი საერთოდ, ზოგადად უფრო მოგვეწონა”-ო. 300 00:14:50,890 --> 00:14:55,626 რატომ მოხდა ასე? ეს სულაც არ აღმოჩნდა გასაუბრების შინაარსზე დამოკიდებული. 301 00:14:55,626 --> 00:14:58,502 ეს განპირობებული იყო იმით, თუ რამდენად ჩართული იყო კანდიდატი თავისსავე საუბარში. 302 00:14:58,502 --> 00:15:00,551 ჩვეულებრივ კანდიდატი ფასდება ისეთი პარამეტრებით, 303 00:15:00,551 --> 00:15:03,642 როგორიცაა მისი ცოდნა. ან რამდენად მწყობრია 304 00:15:03,642 --> 00:15:06,418 მისი მსჯელობა, ან კარგი მოსასმენია. როგორია მისი გამოცდილება. 305 00:15:06,418 --> 00:15:09,474 მაგრამ ეს ასპექტები არ იცვლება. აი, რა იცვლება. 306 00:15:09,474 --> 00:15:12,753 ეს იცვლება. ადამიანები რეალურად ვლინდებიან. 307 00:15:12,753 --> 00:15:14,626 ისინი პიროვნულად ვლინდებიან. 308 00:15:14,626 --> 00:15:16,849 გამოთქვამენ საკუთარ, რეალურად საკუთარ აზრებს, 309 00:15:16,849 --> 00:15:19,385 ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე. 310 00:15:19,385 --> 00:15:24,316 სწორედ ამას ეფუძნება, ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აფასებენ მათ სხვები. 311 00:15:24,316 --> 00:15:27,684 ამას, სხვა ადამიანებს, რომ ვეუბნები, 312 00:15:27,684 --> 00:15:30,563 რომ ჩვენი სხეულის ენა ჩვენს ცნობიერებას ცვლის, ჩვენი ცნობიერება - ჩვენს ქცევას, 313 00:15:30,563 --> 00:15:33,539 ხოლო ქცევა კი შედეგებს, ასეთ პასუხებს ვიღებ: 314 00:15:33,539 --> 00:15:35,406 ”არ ვიცი - რაღაც ხელოვნურია ამაში.” არა? 315 00:15:35,406 --> 00:15:39,185 მე ვეუბნები - შენც ითამაშე და გამოგივა. მაგრამ ამაზე მეუბნებიან, 316 00:15:39,185 --> 00:15:42,360 ”არ მინდა მივიდე გასაუბრებაზე და ხელოვნური ვიყო, 317 00:15:42,360 --> 00:15:43,879 თავი მოვაჩვენო. ეს თითქოს ტყუილს გავს. 318 00:15:43,879 --> 00:15:48,291 არ მინდა ვიყო იქ და ვიფიქრო, რომ სინამდვილეში, იქ ჩემი ადგილი არ არის.” 319 00:15:48,291 --> 00:15:50,478 და ეს კი გულზე მომხვდა. 320 00:15:50,478 --> 00:15:52,536 ჩემზე ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, 321 00:15:52,536 --> 00:15:55,946 როცა მეც ეს გრძნობა მქონდა, რომ თავს ვაჩვენებდი და იქ არ ვიყავი, სადაც მეკუთვნოდა ყოფნა. 322 00:15:55,946 --> 00:15:58,887 როცა 19 წლის ვიყავი, მძიმე ავარიაში მოვყევი. 323 00:15:58,887 --> 00:16:02,292 მანქანიდან გადმოვვარდი, მიწაზე რამდენჯერმე გადავგორდი. 324 00:16:02,292 --> 00:16:05,803 დარტყმის ძალამ მანქანიდან გადმომაგდო. გონზე, რომ მოვედი თავის ტრავმით 325 00:16:05,803 --> 00:16:09,395 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიწექი. კოლეჯი მივატოვე 326 00:16:09,395 --> 00:16:15,107 და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ინტელექტის ინდექსმა ორი სტანდარტული გადახრით იკლო, 327 00:16:15,107 --> 00:16:17,695 რაც ძალიან მძიმე იყო. 328 00:16:17,695 --> 00:16:20,566 ჩემი ინტელექტის ინდექსი ყოველთვის ვიცოდი, იმიტომ, რომ ითვლებოდა, რომ ჭკვიანი ვიყავი, 329 00:16:20,566 --> 00:16:22,578 ნიჭიერ ბავშვად მივიჩნეოდი. 330 00:16:22,578 --> 00:16:25,778 კოლეჯში აღარ ვიყავი, მე კი, ისევ იქ დაბრუნებას ვცდილობდი. 331 00:16:25,778 --> 00:16:27,502 მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯს ვერ დავამთავრებდი. 332 00:16:27,502 --> 00:16:30,379 რამე სხვა საქმე უნდა მოიფიქრო შენთვის, 333 00:16:30,379 --> 00:16:32,277 კოლეჯში სწავლა აღარ გამოგივაო. 334 00:16:32,277 --> 00:16:36,161 ჩემთვის ეს დიდი ბრძოლა იყო. მინდა გითხრათ, 335 00:16:36,161 --> 00:16:38,935 როცა ხელიდან გეცლება ის არსებითი, რასთანაც ასე აიგივებ თავს, 336 00:16:38,935 --> 00:16:40,794 და ჩემთვის ეს იყო ჭკუა და ნიჭიერება, 337 00:16:40,794 --> 00:16:45,203 როცა ეს გეცლება, ძალიან უმწეოდ გრძნობ თავს. 338 00:16:45,203 --> 00:16:47,805 სრულიად უსუსურად ვგრძნობდი თავს. სულ ჩემს თავზე ვმუშაობდი. 339 00:16:47,805 --> 00:16:50,939 მიმართლებდა და ისევ ვმუშაობდი. და ისევ მიმართლებდა. 340 00:16:50,939 --> 00:16:53,391 ასე კოლეჯიც დავამთავრე. 341 00:16:53,391 --> 00:16:55,198 ამისთვის ოთხი წლით მეტი დამჭირდა, ვიდრე ჩემს კურსელებს. 342 00:16:55,198 --> 00:16:59,756 მერე ერთი ადამიანიც დავარწმუნე, ჩემი ანგელოზივით ხელმძღვანელი, სიუზან ფისკე 343 00:16:59,756 --> 00:17:02,700 და პრინსტონში აღმოვჩნდი. 344 00:17:02,700 --> 00:17:05,551 იქ კი ვიფიქრე, აქ ჩემი ადგილი არ არისთქო. 345 00:17:05,551 --> 00:17:06,845 თვითმარქვია ვარ. 346 00:17:06,845 --> 00:17:08,426 და პირველი წლის დამასრულებელი გამოსვლის წინა ღამეს, 347 00:17:08,426 --> 00:17:11,064 წლის დამასრულებელი გამოსვლა 20 წუთიანია, გაითვალისწინეთ, 348 00:17:11,064 --> 00:17:13,099 20 კაციანი აუდიტორიის წინაშე. სულ ესაა. 349 00:17:13,099 --> 00:17:15,986 ისე შემეშინდა, რომ მამხილებდნენ, 350 00:17:15,986 --> 00:17:18,799 რომ დავურეკე სიუზანს და ვუთხარი, რომ აღარ ვაგრძელებდი სწავლას. 351 00:17:18,799 --> 00:17:20,655 მან მიპასუხა ”შენ ვერსად ვერ წახვალ, 352 00:17:20,655 --> 00:17:23,213 იმიტომ, რომ მე შენზე ფსონი დავდე, ამიტომ დარჩები. 353 00:17:23,213 --> 00:17:25,404 დარჩები და აი, რას გააკეთებ. 354 00:17:25,404 --> 00:17:26,761 თავს მოაჩვენებ. 355 00:17:26,761 --> 00:17:30,541 შენ გამოხვალ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგთხოვენ. 356 00:17:30,541 --> 00:17:32,280 კიდევ, და კიდევ, და კიდევ 357 00:17:32,280 --> 00:17:35,249 სულ, რომ გული გისკდებოდეს, დამბლა დაგეცეს 358 00:17:35,249 --> 00:17:37,827 სხეული არ დაგემორჩილოს. იქამდე, სანამ 359 00:17:37,827 --> 00:17:40,992 არ დადგება მომენტი, როცა იტყვი ღმერთო! გამომდის! 360 00:17:40,992 --> 00:17:43,958 ეს მე მართლა გამომდის, ბუნებრივად გამომდის. 361 00:17:43,958 --> 00:17:46,368 და მეც ასე მოვიქეცი. ხუთი წელი უმაღლესში ვისწავლე, 362 00:17:46,368 --> 00:17:48,109 რამდენიმე წელი. მერე ნორსვესტერნში მოვხვდი. 363 00:17:48,109 --> 00:17:50,696 ჰარვარდში გადავედი. უკვე ჰარვარდში ვიყავი. 364 00:17:50,696 --> 00:17:54,196 აქ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ მანამდე, დიდი ხანი მიტრიალებდა ეს აზრი თავში 365 00:17:54,196 --> 00:17:56,500 ”ჩემი ადგილი აქ არ არის. აქ ყოფნა არ მეკუთვნის.” 366 00:17:56,500 --> 00:17:58,978 ჰარვარდში პირველი წლის დასასრულს, 367 00:17:58,978 --> 00:18:03,544 ერთი სტუდენტი, რომელიც, მთელი სემესტრი ჩუმად იჯდა აუდიტორიაში, 368 00:18:03,544 --> 00:18:06,751 და რომელსაც ვუთხარი, უნდა ჩაერთო, თორემ არაფერი გამოგივათქო, 369 00:18:06,751 --> 00:18:09,253 ჩემთან კაბინეტში შემოვიდა. აბსოლუტურად არ ვიცნობდი მას. 370 00:18:09,253 --> 00:18:13,235 ძალიან დათრგუნული იყო და მითხრა, 371 00:18:13,235 --> 00:18:19,280 აქ ჩემი ადგილი არ არისო. 372 00:18:19,280 --> 00:18:23,408 და ეს ის მომენტი იყო, როცა მე ორი რამ გავიაზრე. 373 00:18:23,408 --> 00:18:24,902 პირველი, იმას მივხვდი, 374 00:18:24,902 --> 00:18:28,136 რომ, ღმერთო ჩემო, მე ეს განცდა აღარ მეუფლება. ხომ გესმით? 375 00:18:28,136 --> 00:18:30,818 მე ასე აღარ ვფიქრობ, მაგრამ ის - ფიქრობს, და მე მისი მესმის. 376 00:18:30,818 --> 00:18:33,455 ასევე გავიაზრე, რომ მისი ადგილი იქ იყო. 377 00:18:33,455 --> 00:18:35,259 მას შეუძლია, ითამაშოს, თავი მოაჩვენოს და ერთხელაც გამოუვა. 378 00:18:35,259 --> 00:18:38,999 ამიტომ ვუთხარი ”აქ არის შენი ადგილი. შენ გეკუთვნის აქ ყოფნა!” 379 00:18:38,999 --> 00:18:40,434 ხვალ, თავს ისე მოგვაჩვენებ, თითქოს შეგიძლია 380 00:18:40,434 --> 00:18:43,498 იგრძნობ, რომ ძალა გაქვს, და იცი რა? 381 00:18:43,498 --> 00:18:46,521 გამოგივა! (ისმის აპლოდისმენტები) 382 00:18:46,521 --> 00:18:48,560 (ისმის აპლოდისმენტები) 383 00:18:48,560 --> 00:18:52,993 ”შენ შემოხვალ აუდიტორიაში, 384 00:18:52,993 --> 00:18:55,417 და ყველაზე კარგ კომენტარს გააკეთებ, რაც გაგიკეთებია” 385 00:18:55,417 --> 00:18:58,422 იცით? მართლაც გააკეთა ასეთი კომენტარი. 386 00:18:58,422 --> 00:18:59,285 აუდიტორიაში ხალხი შებრუნდა, რომ შეეხედათ, 387 00:18:59,285 --> 00:19:02,729 იმისთვის, რომელიც მანამდე არასოდეს შეუმჩნევიათ, იქ თუ იჯდა. (ისმი სიცილი) 388 00:19:02,729 --> 00:19:05,600 რამდენიმე თვის მერე, ეს სტუდენტი ისევ მოვიდა ჩემთან და მივხვდი, 389 00:19:05,600 --> 00:19:07,884 რომ მან, კი არა ითამაშა და ბოლოს კარგად გამოუვიდა, 390 00:19:07,884 --> 00:19:10,608 არამედ მან ითამაშა და ბოლოს გაიშინაგნა. 391 00:19:10,608 --> 00:19:12,431 ეს ადამიანი შეიცვალა. 392 00:19:12,431 --> 00:19:16,515 ამიტომ მინდა გითხრათ, თამაშში ნუკი დახელოვნდებით, 393 00:19:16,515 --> 00:19:19,312 ითამაშეთ, სანამ არ გაიშინაგნებთ. ხომ გესმით? 394 00:19:19,312 --> 00:19:22,953 იქამდე ეცადეთ, სანამ არ გაითავისებთ და ბუნებრივი არ გახდება. 395 00:19:22,953 --> 00:19:25,608 დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ 396 00:19:25,608 --> 00:19:30,080 პატარა ბიძგებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. 397 00:19:30,080 --> 00:19:32,577 სულ ეს ორი წუთი. 398 00:19:32,577 --> 00:19:34,313 ორი წუთი. ორი წუთი. ორი წუთი. 399 00:19:34,313 --> 00:19:37,559 სანამ მორიგ დაძაბულ, შემფასებლურ სიტუაციაში ამოყოფთ თავს, 400 00:19:37,559 --> 00:19:40,265 ორი წუთით, გააკეთეთ ეს. ლიფტში, 401 00:19:40,265 --> 00:19:43,504 საპირფარეშოში, თქვენს მაგიდასთან - მოფარებულ ადგილას. 402 00:19:43,504 --> 00:19:45,944 ეს გჭირდებათ. მომართეთ თქვენი გონება, 403 00:19:45,944 --> 00:19:47,766 რომ სიტუაციას თავი საუკეთესოდ გაართვას. 404 00:19:47,766 --> 00:19:50,731 აწიეთ თქვენი ტესტოსტერონის დონე. დაწიეთ კორტიზოლი. 405 00:19:50,731 --> 00:19:54,697 ნუ გამოხვალთ იმ შეგრძნებით, რომ თავი ვერ გამოავლინეთ. 406 00:19:54,697 --> 00:19:57,049 გამოდით გრძნობით, რომ 407 00:19:57,049 --> 00:19:58,885 გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი სახე და შესაძლებლობები. 408 00:19:58,885 --> 00:20:01,427 თქვენ კი მინდა გთხოვოთ, ისიც, რომ 409 00:20:01,427 --> 00:20:05,208 თქვენ გამოიყენოთ ეს ხრიკი, 410 00:20:05,208 --> 00:20:07,094 და ისიც, რომ 411 00:20:07,094 --> 00:20:10,322 ეს ცოდნა სხვებს გაუზიაროთ. ეს მარტივია. 412 00:20:10,322 --> 00:20:12,199 და ჩემს ეგოს ემეტება. (ისმის სიცილი) 413 00:20:12,199 --> 00:20:14,086 გაეცით ეს ცოდნა. გაუზიარეთ სხვებს, 414 00:20:14,086 --> 00:20:15,947 იმიტომ, რომ ის ვისაც ეს ცოდნა ყველაზე მეტად გამოადგება, ის ხალხია 415 00:20:15,947 --> 00:20:20,105 ვისაც არც რესურსები აქვს, არც ტექნოლოგია, 416 00:20:20,105 --> 00:20:23,231 არც სტატუსი და არც ძალაუფლება. მიეცით მათ ეს ცოდნა, 417 00:20:23,231 --> 00:20:24,514 რადგან ამის გაკეთება მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. 418 00:20:24,514 --> 00:20:27,343 ამისთვის, მხოლოდ საკუთარი სხეული, სიმარტოვე და 2 წუთი დასჭირდებათ. 419 00:20:27,343 --> 00:20:30,493 და მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალონ. 420 00:20:30,493 --> 00:20:34,679 მადლობა. (ისმის აპლოდისმენტები) 421 00:20:34,679 --> 00:20:41,569 (ისმის აპლოდისმენტები)