Return to Video

ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ

  • 0:01 - 0:04
    მინდა იმით დავიწყო, რომ შემოგთავაზოთ ერთი უფასო
  • 0:04 - 0:06
    რჩევა - ცხოვრებისეული ხრიკი
  • 0:06 - 0:09
    ამისათვის კი საჭიროა, რომ თქვენ
  • 0:09 - 0:13
    ორი წუთით შეიცვალოთ პოზა.
  • 0:13 - 0:16
    მაგრამ, სანამ ამ ხრიკს გაგიზიარებთ, მინდა გთხოვოთ, რომ
  • 0:16 - 0:20
    ”დაათვალიეროთ” საკუთარი სხეული და გაიაზროთ, რა მდგომარეობაშია ის ახლა.
  • 0:20 - 0:22
    რამდენი თქვენგანი ცდილობს, რომ დაპატარავდეს?
  • 0:22 - 0:25
    შეიძლება მოხრილი ხართ, ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული,
  • 0:25 - 0:26
    ან ხელები გაქვთ გადაჯვარედინებული.
  • 0:26 - 0:30
    ხანდახან ხელებს ასე ვიჭერთ,
  • 0:30 - 0:33
    ხანდახან ვშლით მათ. (ისმის სიცილი)
  • 0:33 - 0:36
    გხედავთ. (ისმის სიცილი)
  • 0:36 - 0:38
    მოკლედ, მინდა, რომ დააკვირდეთ იმას, თუ რას აკეთებთ ამ წუთას.
  • 0:38 - 0:40
    ჩვენ ამ საკითხს რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით
  • 0:40 - 0:44
    და მე იმედი მაქვს, რომ ჩემს ხრიკს ოდნავ მაინც თუ აუღებთ ალღოს,
  • 0:44 - 0:47
    შეძლებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
  • 0:47 - 0:52
    ამგვარად, ჩვენ ძალიან გვიტაცებს სხეულის ენა,
  • 0:52 - 0:54
    მით უფრო მეტად გვაინტერესებს
  • 0:54 - 0:56
    სხვა ადამიანების სხეულის ენა.
  • 0:56 - 1:00
    აი ხომ იცით, ჩვენ გვაინტერესებს როცა (ისმის სიცილი)
  • 1:00 - 1:05
    იგრძნობა უხერხულობა ურთიერთობაში, ან ვამჩნევთ ღიმილს,
  • 1:05 - 1:09
    ან ზიზღნარევ მზერას, ან ძალიან ტლანქად ჩაკრულ თვალს,
  • 1:09 - 1:12
    ან სულაც ხელის ჩამორთმევას.
  • 1:12 - 1:15
    საუბრობს მთხრობელი: აი ისინიც გამოჩნდნენ 10 ნომერთან და შეხედეთ
  • 1:15 - 1:17
    პოლიციელს გაუმართლა, მას პრეზიდენტმა ჩამოართვა ხელი.
  • 1:17 - 1:20
    აშშ-ს პრეზიდენტმა! და აი, ახლა
  • 1:20 - 1:25
    პრემიერ-მინისტრიც - ? მაგრამ არაო! (ისმის სიცილი)
  • 1:25 - 1:27
    (ისმის სიცილი) (ისმის აპლოდისმენტები)
  • 1:27 - 1:31
    საუბრობს ემი ქადი: ანუ ხან, რომ ჩამოართმევენ ხელს და ხან არა.
  • 1:31 - 1:34
    რაც, შესაძლოა კვირების განმავლობაში განიხილებოდეს.
  • 1:34 - 1:36
    მათ შორის BBC-სა და New York Times-ში.
  • 1:36 - 1:40
    ცხადია, როცა ჩვენ სხეულის ენაზე ვსაუბრობთ,
  • 1:40 - 1:43
    რასაც სოციალურ მეცნიერებაში ჩვენ არავერბალურ ქცევას ვუწოდებთ --
  • 1:43 - 1:46
    რადგანაც ეს ენაა, ბუნებრივია, კომუნიკაციის თემა გვახსენდება.
  • 1:46 - 1:48
    ხოლო, როცა კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, იქვე ვგულისხმობთ ურთიერთობებსაც.
  • 1:48 - 1:51
    რას მეუბნება მე თქვენი სხეულის ენა?
  • 1:51 - 1:54
    ან პირიქით, როგორ გესმით თქვენ ჩემი სხეულის ენა?
  • 1:54 - 1:58
    მრავალი მიზეზის გამო, მართებულია ამ საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა.
  • 1:58 - 2:00
    მართლაც, მეცნიერებმა სოციალურ სფეროში ბევრი
  • 2:00 - 2:04
    დრო დახარჯეს, იმისათვის, რომ შეესწავლათ ჩვენი და
  • 2:04 - 2:06
    სხვების სხეულის ენის გავლენა ადამიანების მსჯელობაზე.
  • 2:06 - 2:10
    ჩვენ ძალიან სწრაფად გვექმნება წარმოდგენა და აზრი ადამიანზე, მისი სხეულის ენიდან გამომდინარე.
  • 2:10 - 2:14
    და ამ წარმოდგენებსა და აზრებს, შესაძლოა რეალური და მნიშვნელოვანი შედეგები მოყვეს.
  • 2:14 - 2:17
    მაგალითად, ადამიანის სამუშაოზე აყვანა, დაწინაურება ან პაემანზე დაპატიჟება.
  • 2:17 - 2:22
    მაგალითად, ნალინი ამბადი, მკვლევარი ტაფტის უნივერსიტეტიდან
  • 2:22 - 2:27
    გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები ნახავენ 30 წამიან უხმო ვიდეო-კლიპს
  • 2:27 - 2:30
    რომელიც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ასახავს რეალურ სიტუაციაში,
  • 2:30 - 2:32
    ის თუ, რამდენად დადებითი წარმოდგენა შეექმნათ მათ ექიმზე,
  • 2:32 - 2:35
    გამოდგება იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, უჩივლებენ თუ არა მას
  • 2:35 - 2:37
    აქ საუბარი იმდენად იმაზე კი არ არის, არის თუ არა
  • 2:37 - 2:39
    ეს ექიმი კომპეტენტური, არამედ იმაზე, მოგვწონს თუ არა ეს ადამიანი
  • 2:39 - 2:42
    და ის თუ, როგორ იქცეოდა ის მოცემულ სიტუაციაში.
  • 2:42 - 2:45
    კიდევ უფრო შთამბეჭდავია პრინსოტნის უნივერსიტეტიდან ალექს თოდოროვის აღმოჩენა,
  • 2:45 - 2:49
    რომ პოლიტიკური კანდიდატების სახეებზე
  • 2:49 - 2:53
    ერთწამიანი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი 70 პროცენტით ემთხვევა აშშ-ს სენატორებისა
  • 2:53 - 2:57
    გუბერნატორების არჩევნების შედეგებს.
  • 2:57 - 2:59
    უფრო მეტიც, ახლა ციფრულ სამყაროზე გადავიდეთ,
  • 2:59 - 3:03
    ”ემოტიკონებს”, რომლებიც ონლაინ მოლაპარაკებებში გამოიყენება,
  • 3:03 - 3:06
    შეუძლიათ კიდევ უფრო წარმატებული გახადონ მოლაპარაკება.
  • 3:06 - 3:09
    ანუ გირჩევნიათ ისინი კარგად გამოიყენოთ, არა?
  • 3:09 - 3:12
    როცა ჩვენ არავერბალურ ენას განვიხილავთ, გვაინტერესებს, როგორ განვსჯით
  • 3:12 - 3:15
    სხვებს, ან სხვები, როგორ განგვსჯიან ჩვენ და რა შედეგები მოყვება ამას.
  • 3:15 - 3:17
    თუმცა, ჩვენ ხშირად გვავიწყდება სხვა აუდიტორია,
  • 3:17 - 3:21
    რომელზეც ჩვენი სხეულის ენა ახდენს გავლენას. და ეს აუდიტორია თავად ჩვენ ვართ .
  • 3:21 - 3:24
    ჩვენი სხეულის ენა ჩვენზეც ზემოქმედებს. ის გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე,
  • 3:24 - 3:26
    ჩვენს გრძნობებზე და ჩვენს ფიზიოლოგიაზე.
  • 3:26 - 3:29
    და მაინც, რას ვგულისხმობ ამ სხეულის ენაში?
  • 3:29 - 3:32
    მე სოციალური ფსიქოლოგი ვარ და სტერეოტიპულ განწყობებს (prejudice) შევისწავლი.
  • 3:32 - 3:35
    მაღალრეიტინგულ ბიზნეს-სკოლაში ვასწავლი,
  • 3:35 - 3:39
    ამდენად, ჩემი დაინტერესება ძალაუფლების თემით გარდაუვალი იყო.
  • 3:39 - 3:43
    კერძოდ, მე დავინტერესდი ძალაუფლებისა და
  • 3:43 - 3:45
    დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებებით.
  • 3:45 - 3:48
    როგორია ძალაუფლებისა და დომინანტურობის არავერბალური გამოხატულებები?
  • 3:48 - 3:50
    აი, როგორია!
  • 3:50 - 3:53
    ამგვარად, ცხოველთა სამყაროში ის სხეულის გაშლას, განვრცობას გულისხმობს.
  • 3:53 - 3:56
    შენ ფართოდ იშლები და იწელები, რომ უფრო დიდი გამოჩნდე,
  • 3:56 - 3:59
    რომ მეტი სივრცე დაიკავო ანუ არსებითად, უფრო მეტად გამოჩნდე .
  • 3:59 - 4:02
    დიახ, უფრო მეტად გამოჩნდე. და ეს მართლაც ასეა
  • 4:02 - 4:06
    ცხოველთა სამყაროში. და ეს მხოლოდ პრიმატებს არ ეხება,
  • 4:06 - 4:09
    ადამიანებიც ზუსტად ასე იქცევიან. (ისმის სიცილი)
  • 4:09 - 4:13
    ამას ყოველთვის აკეთებენ, მაშინაც, როცა მუდმივად გრძნობენ ძალაუფლებას
  • 4:13 - 4:16
    და მაშინაც, როცა ეს გრძნობა დროებითია.
  • 4:16 - 4:19
    აი ეს, მაგალითად, ძალიან საინტერესოა! ის აჩვენებს
  • 4:19 - 4:23
    თუ რამდენად უნივერსალური და დროში გამოცდილია ძალაუფლების ამგვარი გამოხატულებები.
  • 4:23 - 4:25
    აი ეს მდგომარეობა, რომელიც სიამაყეს გამოხატავს,
  • 4:25 - 4:28
    ჯესიკა თრეისიმ შეისწავლა. მან დაადგინა, რომ
  • 4:28 - 4:31
    ადამიანები, ვისაც არ ჰქონია მხედველობის პრობლემები
  • 4:31 - 4:33
    და ისინიც, ვინც დაბადებით უსინათლონი არიან, ასე აკეთებენ,
  • 4:33 - 4:36
    როცა სპორტულ შეჯიბრებაში იმარჯვებენ.
  • 4:36 - 4:38
    როცა ისინი ფინიშის ხაზს გადაკვეთენ და გამარჯვებულნი არიან,
  • 4:38 - 4:40
    არ აქვს მნიშვნელობა, უნახავთ თუ არა სხვა როგორ იქცევა ამ დროს.
  • 4:40 - 4:41
    ისინი ასე აკეთებენ.
  • 4:41 - 4:44
    ხელები ზემოთ არის ატაცებული და ნიკაპიც ოდნავ აწეულია.
  • 4:44 - 4:47
    როგორ ვიქცევით, როცა უძლურად ვგრძნობთ თავს? ზუსტად
  • 4:47 - 4:51
    საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. ვიკუნტებით. ვიხრებით.
  • 4:51 - 4:54
    ვპატარავდებით. არ გვინდა, ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს შევეჯახოთ.
  • 4:54 - 4:57
    და ამ შემთხვევაშიც, ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.
  • 4:57 - 5:01
    და აი რა ხდება, როცა ერთმანეთს ძლევამოსილი და უსუსური
  • 5:01 - 5:03
    ადამიანები ხვდებიან. ანუ, ჩვენ, როგორც წესი,
  • 5:03 - 5:07
    მეორე ადამიანის არავერბალური ქცევის საპასუხო ქცევას ვახორციელებთ.
  • 5:07 - 5:10
    თუკი, მეორე ადამიანი ჩვენთან მიმართებაში დიდი ძალაუფლებას ავლენს,
  • 5:10 - 5:12
    ჩვენ ’ვპატარავდებით’. ჩვენ არ ვიმეორებთ სარკისებურად მათ ქცევას.
  • 5:12 - 5:14
    ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით.
  • 5:14 - 5:17
    აი მე, ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს აუდიტორიაში,
  • 5:17 - 5:24
    და რას ვამჩნევ? მე ვამჩნევ, რომ MBA სტუდენტები
  • 5:24 - 5:27
    ავლენენ ძალაუფლების გამომხატველი არავერბალური ქცევის სრულ სპექტრს.
  • 5:27 - 5:29
    გვყავს სტუდენტები, რომლებიც ნამდვილი ”ალფა არსებები” არიან,
  • 5:29 - 5:32
    რომლებიც, მაშინვე ოთახის ცენტრში შემოდიან,
  • 5:32 - 5:36
    ჯერ კიდევ სანამ ლექცია დაიწყება, მათ უკვე უნდათ, რომ სივრცე დაიკავონ.
  • 5:36 - 5:38
    სხდებიან ფართოდ გაშლილ პოზაში.
  • 5:38 - 5:40
    ხელს ასე სწევენ.
  • 5:40 - 5:43
    და მეორეს მხრივ, გვყავს სტუდენტები, რომლებიც მართლაც ერთი-ორად პატარავდებიან,
  • 5:43 - 5:45
    როცა ოთხაში შემოდიან. ამას, მათი შემოსვლისთანავე ამჩნევ.
  • 5:45 - 5:48
    ეს აისახება მათ სახეებსა და სხეულებზე. ისინი სხდებიან
  • 5:48 - 5:50
    თავიანთ ადგილებზე და პატარავდებიან.
  • 5:50 - 5:53
    და ხელს, აი ასე იწევენ.
  • 5:53 - 5:55
    ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დაკვირვება მაქვს.
  • 5:55 - 5:56
    პირველი, რომელიც მგონი არ გაგაკვირვებთ,
  • 5:56 - 5:59
    სავარაუდოდ უკავშირდება სქესს.
  • 5:59 - 6:04
    ქალები, უფრო მეტი ალბათობით გააკეთებენ ამას, ვიდრე კაცები.
  • 6:04 - 6:07
    ქალები ქრონიკულად უფრო ნაკლებ ძალაუფლებას გრძნობენ, ვიდრე კაცები -
  • 6:07 - 6:11
    ამდენად ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ მეორე რამ, რაც მე შევამჩნიე, არის ის, რომ
  • 6:11 - 6:14
    ძალაუფლების გამოხატულება, ასევე უკავშირდება
  • 6:14 - 6:17
    ლექციებზე სტუდენტების აქტიურობის სიხშირესაც და ხარისხსაც.
  • 6:17 - 6:20
    MBA-ს ლექციებზე კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია,
  • 6:20 - 6:23
    იმიტომ, რომ აქტიურობის ქულა ჯამური შეფასების ნახევარს შეადგენს.
  • 6:23 - 6:27
    ბიზნეს-სკოლები თავს იტეხენ, როგორ გადალახონ ეს სქესთაშორის სხვაობით გამოწვეული ნიშნების პრობლემა.
  • 6:27 - 6:30
    სწავლას, ორივე სქესის, ერთნაირად კარგი სტუდენტები იწყებენ,
  • 6:30 - 6:32
    მაგრამ ბოლოში განსხვავებულ შეფასებებს იღებენ,
  • 6:32 - 6:36
    რისი მიზეზიც, როგორც სჩანს, ნაწილობრივ ლექციაზე აქტიურობაა.
  • 6:36 - 6:39
    მეც დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი, კარგი,
  • 6:39 - 6:41
    ეს ხალხი ასე შემოდის აუდიტორიაში, და
  • 6:41 - 6:45
    ლექციის დროს აქტიურობს. ნეტა, არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა ითამაშონ?
  • 6:45 - 6:47
    გახდებიან ამის მერე ისინი უფრო აქტიურები?
  • 6:47 - 6:51
    დენა ქარნი ჩემი კოლეგაა ბერკლიდან, რომელთან ერთადაც მე ძირითადად ვმუშაობ,
  • 6:51 - 6:55
    მე მართლაც მინდოდა გამეგო, შეიძლება ითამაშო და ბოლოს გამოგივიდეს?
  • 6:55 - 6:58
    ანუ, ცოტა ხანი ეს გააკეთო, როგორც თამაში, იმიტაცია და მერე,
  • 6:58 - 7:02
    ერთხელაც, მართლაც გამოგივიდეს ასე მოქცევა და რეალურად იგრძნო ძალაუფლება?
  • 7:02 - 7:05
    ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი სხეულის ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმაში
  • 7:05 - 7:07
    თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე. ამის ბევრი დასტურია.
  • 7:07 - 7:10
    მაგრამ ჩვენ სინამდივლეში გვაინტერესებდა, ახდენს თუ არა
  • 7:10 - 7:13
    ჩვენი სხეულის ენა გავლენას საკუთარი თავის მიმართ ჩვენს განწყობებსა და დამოკიდებულებებზე.
  • 7:13 - 7:16
    გარკვეულწილად, ამის დასტურიც არსებობს.
  • 7:16 - 7:21
    მაგალითად, ჩვენ ვიღიმით, როცა გვიხარია,
  • 7:21 - 7:23
    მაგრამ მაშინაც კი, როცა ჩვენ იძულებით ვიღიმით, იმიტომ, რომ
  • 7:23 - 7:27
    კალამი გვიჭირავს პირით, აი ასე, სიხარულის განცდა გვეუფლება.
  • 7:27 - 7:30
    ესეიგი, ასეც ხდება და ისეც. და რაც შეეხება ძალაუფლებას,
  • 7:30 - 7:35
    აქაც იგივე ვითარებაა. ანუ, როცა ძალაუფლებას გრძნობ,
  • 7:35 - 7:39
    დიდი ალბათობით, აი ასე გააკეთებ, მაგრამ ასევე შესაძლებელია პირიქით,
  • 7:39 - 7:44
    თავი მოაჩვენო, რომ გრძნობ ძალაუფლებას და
  • 7:44 - 7:47
    მართლაც იგრძნო ძალაუფლება.
  • 7:47 - 7:50
    ამგვარად, მეორე რამ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, იყო
  • 7:50 - 7:53
    ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გონება გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე,
  • 7:53 - 7:57
    მაგრამ მართალია, რომ ჩვენი სხეულიც ცვლის ჩვენს ტვინს?
  • 7:57 - 8:00
    და რას ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ, იმ ადამიანების ტვინებზე,
  • 8:00 - 8:01
    ვინც ძალაუფლებას გრძნობს?
  • 8:01 - 8:03
    მე ვგულისხმობ აზრებს და გრძნობებს,
  • 8:03 - 8:07
    და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებზე,
  • 8:07 - 8:10
    ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჰორმონებზე. მე ჰორმონებს შევისწავლი.
  • 8:10 - 8:13
    კარგით, მაინც როგორია ძალაუფლების გრძნობით აღვსილი
  • 8:13 - 8:14
    ან უძლური ადამიანის ტვინი?
  • 8:14 - 8:19
    როგორც მოსალოდნელი იყო, ძალაუფლების გრძნობის მქონე ადამიანები
  • 8:19 - 8:23
    უფრო გამბედავნი, თავდაჯერებულნი და ოპტიმისტურებიც კი, არიან.
  • 8:23 - 8:26
    მათ აქვთ გრძნობა, რომ წარმატებას მიაღწევენ, მაშინაც კი, როცა ეს იღბალზეა დამოკიდებული.
  • 8:26 - 8:30
    მათ, ასევე, როგორც წესი უფრო გამოსდით აბსტრაქტულად აზროვნება
  • 8:30 - 8:33
    მათ ძალიან ბევრი რამ განასხვავებთ. ისინი უფრო რისკიანები არიან.
  • 8:33 - 8:35
    ძალიან ბევრი განსხვავებაა ძალაუფლების მეტი და ნაკლები გრძნობის მქონე ადამიანებს შორის.
  • 8:35 - 8:39
    ეს განსხვავებები ფიზიოლოგიურ დონეზეც ვლინდება, ორი
  • 8:39 - 8:43
    საკვანძო ჰორმონით: ტესტოსტერონი, რომელიც დომინანტურობის ჰორმონია,
  • 8:43 - 8:46
    და კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია.
  • 8:46 - 8:50
    ანუ ვლინდება, რომ
  • 8:50 - 8:54
    ძალაუფლების მქონე ალფა მამრებს პრიმატების საზოგადოებრივ იერარქიაში
  • 8:54 - 8:57
    აქვთ ტესტოსტერონის მაღალი და კორტიზოლის დაბალი დონეები.
  • 8:57 - 9:00
    ასეთივე ჰორმონალური სურათი იკვეთება ძლევამოსილ
  • 9:00 - 9:03
    და წარმატებულ ლიდერებში.
  • 9:03 - 9:05
    როგორ უნდა გავიგოთ ეს? როცა ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ,
  • 9:05 - 9:07
    ხალხი, ადრე, როგორც წესი, მხოლოდ ტესტოსტერონს მოიაზრებდა,
  • 9:07 - 9:09
    იმიტომ, რომ ის დომინანტურობას უკავშირდება.
  • 9:09 - 9:13
    მაგრამ სინამდვილეში, ძალაუფლების განცდა, ასევე უკავშირდება იმას, თუ როგორ რეაგირებთ სტრესზე.
  • 9:13 - 9:16
    ანუ, გინდათ ლიდერი, რომელიც დომინანტურია,
  • 9:16 - 9:18
    ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვს, მაგრამ სტრესის მიმართ მგრძნობიარეა?
  • 9:18 - 9:21
    ალბათ არ გინდათ. თქვენ გინდათ ადამიანი,
  • 9:21 - 9:23
    რომელიც ძლევამოსილია, გამბედავი და დომინანტური,
  • 9:23 - 9:27
    არ არის სტრესის მიმართ მგრძნობიარე, არამედ მშვიდია.
  • 9:27 - 9:33
    ჩვენ ვიცით, რომ პრიმატებში, თუკი
  • 9:33 - 9:37
    მამრი მოიპოვებს დომინანტურ, ალფა პოზიციას,
  • 9:37 - 9:39
    ასე ვთქვათ, მოულოდნელად,
  • 9:39 - 9:42
    სულ რამდენიმე დღეში მისი ტესტოსტერონის დონე არსებითად იმატებს,
  • 9:42 - 9:46
    ხოლო კორტიზოლის დონე - არსებითად ეცემა.
  • 9:46 - 9:49
    ამგვარად, ჩვენ გვაქვს დასტური იმისა, რომ სხეულს აქვს გავლენა
  • 9:49 - 9:51
    გონებაზე, სულ მცირე, სახის გამომეტყველების დონეზე,
  • 9:51 - 9:55
    და ასევე, დასტური იმისა, რომ როლის შეცვლაც ახდენს გავლენას ტვინზე.
  • 9:55 - 9:58
    ანუ აი რა ხდება, თქვენ იცვლით როლს,
  • 9:58 - 10:01
    რა ხდება თუკი ეს ცვლილება ძალიან მცირეა,
  • 10:01 - 10:03
    სულ მცირე, მინიმალური ცვლილება.
  • 10:03 - 10:06
    თქვენ ეუბნებით თქვენ თავს, ”ორი წუთის განმავლობაში, მინდა ასე ვიდგე,
  • 10:06 - 10:09
    და ამისგან მე მეტ ძალაუფლებას შევიგრძნობ”
  • 10:09 - 10:13
    აი, რა გავაკეთეთ ჩვენ. გადავწყვიტეთ,
  • 10:13 - 10:17
    ლაბორატორიაში, პატარა ექსპერიმენტზე მოგვეწვია ხალხი, რომელსაც
  • 10:17 - 10:22
    ორი წუთის განმავლობაში, სხვადასხვა, მაღალი ან დაბალი
  • 10:22 - 10:24
    ძალაუფლების გამომხატველი პოზა უნდა მიეღოთ. მე გაჩვენებთ,
  • 10:24 - 10:27
    ხუთ ასეთ პოზას, თუმცა ყოველი ცალკული ადამიანი მხოლოდ ორ პოზას იღებდა.
  • 10:27 - 10:29
    აი, ერთერთი მათგანი.
  • 10:29 - 10:31
    კიდევ ორი.
  • 10:31 - 10:34
    ამას ”ქალი საოცრება” შეარქვეს
  • 10:34 - 10:37
    მედიაში.
  • 10:37 - 10:38
    აი, კიდევ რამდენიმე.
  • 10:38 - 10:40
    ანუ, ზოგი იჯდა, ზოგი იდგა.
  • 10:40 - 10:42
    ესენი დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზებია.
  • 10:42 - 10:46
    ადამიანი ძალიან იკუნტება, პატარავდება.
  • 10:46 - 10:48
    ეს ძალიან უსუსური პოზაა.
  • 10:48 - 10:49
    როცა საკუთარ კისერს ეხები,
  • 10:49 - 10:52
    ცდილობ საკუთარი თავის დაცვას.
  • 10:52 - 10:55
    და აი, რა ხდება. ეს ხალხი შემოდის,
  • 10:55 - 10:56
    მათ სხვადასხვა სივრცეებში ვანაწილებთ,
  • 10:56 - 11:00
    და ვეუბნებით, რომ ორი წუთის განმავლობაში ასეთი ან ასეთი პოზა მიიღონ.
  • 11:00 - 11:01
    მათ არანაირ გამოსახულებას არ ვაჩვენებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა,
  • 11:01 - 11:05
    რამეზე მივანიშნოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ თავად იგრძნონ ძალაუფლება,
  • 11:05 - 11:07
    ხომ ასეა? მოკლედ, ორი წუთის განმავლობაში ისინი რაღაც პოზაში არიან.
  • 11:07 - 11:10
    შემდეგ ვეკითხებით მათ, თუ რამდენად აქვთ ძალაუფლების განცდა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.
  • 11:10 - 11:13
    მერე, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ აზარტულ თამაშში
  • 11:13 - 11:16
    და ვიღებთ მათი ნერწყვის ნიმუშს.
  • 11:16 - 11:17
    სულ ეს არის, მთელი ექსპერიმენტი.
  • 11:17 - 11:21
    და აი, რა აღმოვაჩინეთ. რისკიანობას, რაც აზარტულ თამაშებში აუცილებელია, გამოავლენ
  • 11:21 - 11:24
    თუკი მანამდე მაღალი ძალაუფლების გამომხატველ
  • 11:24 - 11:27
    პოზაში იყავი, 86 პროცენტიანი ალბათობით.
  • 11:27 - 11:29
    თუკი, დაბალი ძალაუფლების გამომხატველ პოზაში იყავი,
  • 11:29 - 11:33
    რისკიანობის გამოვლენის მხოლოდ 60 პროცენტიანი შანსია. ეს დიდი სხვაობაა!
  • 11:33 - 11:36
    მონაწილეთა ტესტოსტერონის დონეზე კი, ეს ასე აისახა.
  • 11:36 - 11:39
    თუ შევადარებთ ექსპერიმენტის დაწყებამდე მიღებულ მონაცემებს
  • 11:39 - 11:42
    მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შემთხვევაში, მან 20%-ით მოიმატა,
  • 11:42 - 11:46
    ხოლო დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად - 10%-ით დაიკლო.
  • 11:46 - 11:49
    ანუ, სულ ორი წუთი და აი, ასეთ ცვლილებებს ვიღებთ.
  • 11:49 - 11:52
    რაც შეეხება კორტიზოლის მონაცემებს. მაღალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის შედეგად
  • 11:52 - 11:55
    მონაწილეებში მისი დონე 25%-ით იკლებს, ხოლო
  • 11:55 - 11:59
    დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზის მიღების შედეგად კი - 15%-ით იზრდება.
  • 11:59 - 12:02
    ორი წუთი იწვევს ასეთ ჰორმონალურ ცვლილებებს,
  • 12:02 - 12:05
    რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი მდგომარეობა,
  • 12:05 - 12:08
    გაგხადონ გაბედული, თავდაჯერებული და კომფორტულად გაგრძნობინონ თავი,
  • 12:08 - 12:12
    ან გაგხადონ სტრესის მიმართ მეტად მგრძნობიარე,
  • 12:12 - 12:16
    რაღაცნაირად უძლური. ეს გრძნობა კი ალბათ ყველას განგვიცდია, არა?
  • 12:16 - 12:19
    როგორც სჩანს, ჩვენი სხეულის ენა მართლაც ახდენს გავლენას იმაზე,
  • 12:19 - 12:21
    თუ რა აზრი და დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ.
  • 12:21 - 12:23
    ესეიგი, ჩვენს თვითშეფასებაზე არა მხოლოდ სხვები, არამედ ჩვენც ვახდენთ გავლენას.
  • 12:23 - 12:26
    და ჩვენი სხეულებიც ახდენს გავლენას ჩვენს გონებაზე.
  • 12:26 - 12:28
    შესაბამისად, შემდეგი შეკითხვა ასეთია:
  • 12:28 - 12:30
    რამდენიმე წუთით რაღაც პოზა, რომ მივიღო,
  • 12:30 - 12:32
    ეს მართლა შეცვლის რამეს ჩემს ცხოვრებაში?
  • 12:32 - 12:35
    ის რაც ვნახეთ, ლაბორატორიაში ხდებოდა. პატარა დავალება იყო,
  • 12:35 - 12:37
    სულ ორწუთიანი. მაგრამ, რეალობაში,
  • 12:37 - 12:40
    სად შეიძლება ამის გამოყენება? რაც ცხადია, ჩვენი გვაინტერესებს კიდეც.
  • 12:40 - 12:44
    ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გამოყენება, აზრიანად,
  • 12:44 - 12:47
    შესაძლებელია სიტუაციებში, რომლებშიც ხდება შეფასება, განსჯა.
  • 12:47 - 12:50
    მაგალითად სოციალური სიტუაციები, რომელიც საფრთხის შემცველია. სადაც, მაგალითად გაფასებენ,
  • 12:50 - 12:54
    თუნდაც შენი მეგობრები. აი, თინეიჯერი, რომ წარმოვიდგინოთ ბუფეტში.
  • 12:54 - 12:56
    ან თუნდაც საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, როცა საჯაროდ
  • 12:56 - 12:59
    გამოდიხართ რამე სხდომაზე. ან ცდილობთ კლიენტი დაიყოლიოთ,
  • 12:59 - 13:02
    ან ასე, ჩემსავით გამოსვლა გაქვთ
  • 13:02 - 13:05
    ან გასაუბრება, სამუშაოზე ასაყვნად.
  • 13:05 - 13:07
    ჩვენც, სწორედ, სამსახურში ასაყვანად გასაუბრების სიტუაცია
  • 13:07 - 13:08
    ავირჩიეთ, რადგან ეს უმრავლესობისათვის
  • 13:08 - 13:10
    კარგად ნაცნობი სიტაუციაა.
  • 13:10 - 13:14
    გამოვაქვეყნეთ ჩვენი კვლევის შედეგები. მედიაც
  • 13:14 - 13:16
    ძალიან დაინტერესდა და, თურმე, აი ასე უნდა
  • 13:16 - 13:20
    გააკეთო, როცა გასაუბრებაზე გადიხარო. (ისმის სიცილი)
  • 13:20 - 13:22
    ჩვენ გული შეგვიწუხდა, ცხადია, და განვაცხადეთ,
  • 13:22 - 13:24
    რომ, ღმერთო ჩემო, ამას სულაც არ ვგულისხმობდით.
  • 13:24 - 13:27
    ამისთვის ბევრი მიზეზია, არა, არა და არა, ასე არ მოიქცეთ!
  • 13:27 - 13:30
    იმიტომ, რომ აქ მთავარი საკითხი, ის კი არ არის, სხვებს როგორ ესაუბრები,
  • 13:30 - 13:31
    არამედ საკუთარ თავს რას ეუბნები. რას აკეთებ მანამდე,
  • 13:31 - 13:34
    სანამ გასაუბრებაზე შეხვალ? როგორც წესი - ამას.
  • 13:34 - 13:36
    მართალია? ზიხარ, ჩაჰყურებს შენს აიფონს,
  • 13:36 - 13:39
    ან ანდროიდს, რომ არავინ გამომრჩეს.
  • 13:39 - 13:41
    ან ხომ იცი, უყურებ შენს ჩანაწერებს,
  • 13:41 - 13:43
    ბეჭებში მოხრილი და დაპატარავებული ხარ.
  • 13:43 - 13:45
    მაშინ, როცა სინამდვილეში აი, ამას უნდა აკეთებდე,
  • 13:45 - 13:48
    თუნდაც საპირფარეშოში, რატომაც არა?! გამოყავი ორი წუთი და გააკეთე ეს.
  • 13:48 - 13:50
    აი რისი შემოწმება გვინდა, გასაგებია ხო?
  • 13:50 - 13:52
    ისევ შევკრიბეთ ადამიანები ლაბორატორიაში და
  • 13:52 - 13:55
    ისევ ვთხოვეთ მიეღოთ მაღალი ან დაბალი ძალაუფლების გამომხატველი პოზები,
  • 13:55 - 13:58
    რის მერეც მათ ძალიან სტრესული გასაუბრება გაიარეს.
  • 13:58 - 14:02
    ეს გასაუბრება, სულ 5 წუთს გრძელდებოდა. ჩვენ ვიწერდით.
  • 14:02 - 14:04
    ამასთანავე, გვყავდა შემფასებლები, რომლებიც წინასწარ
  • 14:04 - 14:08
    მოვამზადეთ, რომ არ გამოეხატათ არანაირი არავერბალურ რეაქცია.
  • 14:08 - 14:10
    აი, ასეთი სახეებით ისხდნენ. წარმოიდგინეთ,
  • 14:10 - 14:12
    ეს ადამიანი ზის თქვენს პირისპირ გასაუბრებაზე.
  • 14:12 - 14:17
    მთელი 5 წუთი, ის, აი ასე, უმეტყველო სახით ზის. ამას ჯობია გაგაწყვეტინოს ხოლმე.
  • 14:17 - 14:20
    ადამიანები ამას ვერ იტანენ. ამას მერიან ლეფრანსი
  • 14:20 - 14:22
    "სოციალურ მორევში დგომას" უწოდებს.
  • 14:22 - 14:24
    ეს ნამდვილად აგიწევთ კორტიზოლის დონეს.
  • 14:24 - 14:26
    მოკლედ, ასეთი გასაუბრება უნდა გაევლოთ,
  • 14:26 - 14:28
    რადგან ჩვენ, მართლაც გვაინტერესებდა რა მოხდებოდა.
  • 14:28 - 14:32
    ამის შემდეგ, ჩანაწერები ნახეს სხვა ადამიანებმა,
  • 14:32 - 14:35
    ამ ადამიანებს წარმოდგენა არ ქონდათ არც ექსპერიმენტის ჰიპოთეზაზე, არც პირობებზე.
  • 14:35 - 14:38
    არც ის იცოდნენ, რომელი მონაწილე რა პოზას იღებდა გასაუბრებამდე.
  • 14:38 - 14:43
    ამ ადამიანებმა, მას შემდეგ, რაც ყველა ჩანაწერი ნახეს
  • 14:43 - 14:45
    თქვეს ”აი ეს ხალხი გვინდა ჩვენ”-ო. და სწორედ ის მონაწილეები აირჩიეს,
  • 14:45 - 14:48
    ვისაც მაღალი ძალაუფლების პოზა ჰქონდა მიღებული გასაუბრებამდე. ”ეს ხალხი არ გვინდა”-ო.
  • 14:48 - 14:51
    ”ვინც შევარჩიეთ, ის ხალხი საერთოდ, ზოგადად უფრო მოგვეწონა”-ო.
  • 14:51 - 14:56
    რატომ მოხდა ასე? ეს სულაც არ აღმოჩნდა გასაუბრების შინაარსზე დამოკიდებული.
  • 14:56 - 14:59
    ეს განპირობებული იყო იმით, თუ რამდენად ჩართული იყო კანდიდატი თავისსავე საუბარში.
  • 14:59 - 15:01
    ჩვეულებრივ კანდიდატი ფასდება ისეთი პარამეტრებით,
  • 15:01 - 15:04
    როგორიცაა მისი ცოდნა. ან რამდენად მწყობრია
  • 15:04 - 15:06
    მისი მსჯელობა, ან კარგი მოსასმენია. როგორია მისი გამოცდილება.
  • 15:06 - 15:09
    მაგრამ ეს ასპექტები არ იცვლება. აი, რა იცვლება.
  • 15:09 - 15:13
    ეს იცვლება. ადამიანები რეალურად ვლინდებიან.
  • 15:13 - 15:15
    ისინი პიროვნულად ვლინდებიან.
  • 15:15 - 15:17
    გამოთქვამენ საკუთარ, რეალურად საკუთარ აზრებს,
  • 15:17 - 15:19
    ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე.
  • 15:19 - 15:24
    სწორედ ამას ეფუძნება, ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აფასებენ მათ სხვები.
  • 15:24 - 15:28
    ამას, სხვა ადამიანებს, რომ ვეუბნები,
  • 15:28 - 15:31
    რომ ჩვენი სხეულის ენა ჩვენს ცნობიერებას ცვლის, ჩვენი ცნობიერება - ჩვენს ქცევას,
  • 15:31 - 15:34
    ხოლო ქცევა კი შედეგებს, ასეთ პასუხებს ვიღებ:
  • 15:34 - 15:35
    ”არ ვიცი - რაღაც ხელოვნურია ამაში.” არა?
  • 15:35 - 15:39
    მე ვეუბნები - შენც ითამაშე და გამოგივა. მაგრამ ამაზე მეუბნებიან,
  • 15:39 - 15:42
    ”არ მინდა მივიდე გასაუბრებაზე და ხელოვნური ვიყო,
  • 15:42 - 15:44
    თავი მოვაჩვენო. ეს თითქოს ტყუილს გავს.
  • 15:44 - 15:48
    არ მინდა ვიყო იქ და ვიფიქრო, რომ სინამდვილეში, იქ ჩემი ადგილი არ არის.”
  • 15:48 - 15:50
    და ეს კი გულზე მომხვდა.
  • 15:50 - 15:53
    ჩემზე ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით,
  • 15:53 - 15:56
    როცა მეც ეს გრძნობა მქონდა, რომ თავს ვაჩვენებდი და იქ არ ვიყავი, სადაც მეკუთვნოდა ყოფნა.
  • 15:56 - 15:59
    როცა 19 წლის ვიყავი, მძიმე ავარიაში მოვყევი.
  • 15:59 - 16:02
    მანქანიდან გადმოვვარდი, მიწაზე რამდენჯერმე გადავგორდი.
  • 16:02 - 16:06
    დარტყმის ძალამ მანქანიდან გადმომაგდო. გონზე, რომ მოვედი თავის ტრავმით
  • 16:06 - 16:09
    სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიწექი. კოლეჯი მივატოვე
  • 16:09 - 16:15
    და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ინტელექტის ინდექსმა ორი სტანდარტული გადახრით იკლო,
  • 16:15 - 16:18
    რაც ძალიან მძიმე იყო.
  • 16:18 - 16:21
    ჩემი ინტელექტის ინდექსი ყოველთვის ვიცოდი, იმიტომ, რომ ითვლებოდა, რომ ჭკვიანი ვიყავი,
  • 16:21 - 16:23
    ნიჭიერ ბავშვად მივიჩნეოდი.
  • 16:23 - 16:26
    კოლეჯში აღარ ვიყავი, მე კი, ისევ იქ დაბრუნებას ვცდილობდი.
  • 16:26 - 16:28
    მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯს ვერ დავამთავრებდი.
  • 16:28 - 16:30
    რამე სხვა საქმე უნდა მოიფიქრო შენთვის,
  • 16:30 - 16:32
    კოლეჯში სწავლა აღარ გამოგივაო.
  • 16:32 - 16:36
    ჩემთვის ეს დიდი ბრძოლა იყო. მინდა გითხრათ,
  • 16:36 - 16:39
    როცა ხელიდან გეცლება ის არსებითი, რასთანაც ასე აიგივებ თავს,
  • 16:39 - 16:41
    და ჩემთვის ეს იყო ჭკუა და ნიჭიერება,
  • 16:41 - 16:45
    როცა ეს გეცლება, ძალიან უმწეოდ გრძნობ თავს.
  • 16:45 - 16:48
    სრულიად უსუსურად ვგრძნობდი თავს. სულ ჩემს თავზე ვმუშაობდი.
  • 16:48 - 16:51
    მიმართლებდა და ისევ ვმუშაობდი. და ისევ მიმართლებდა.
  • 16:51 - 16:53
    ასე კოლეჯიც დავამთავრე.
  • 16:53 - 16:55
    ამისთვის ოთხი წლით მეტი დამჭირდა, ვიდრე ჩემს კურსელებს.
  • 16:55 - 17:00
    მერე ერთი ადამიანიც დავარწმუნე, ჩემი ანგელოზივით ხელმძღვანელი, სიუზან ფისკე
  • 17:00 - 17:03
    და პრინსტონში აღმოვჩნდი.
  • 17:03 - 17:06
    იქ კი ვიფიქრე, აქ ჩემი ადგილი არ არისთქო.
  • 17:06 - 17:07
    თვითმარქვია ვარ.
  • 17:07 - 17:08
    და პირველი წლის დამასრულებელი გამოსვლის წინა ღამეს,
  • 17:08 - 17:11
    წლის დამასრულებელი გამოსვლა 20 წუთიანია, გაითვალისწინეთ,
  • 17:11 - 17:13
    20 კაციანი აუდიტორიის წინაშე. სულ ესაა.
  • 17:13 - 17:16
    ისე შემეშინდა, რომ მამხილებდნენ,
  • 17:16 - 17:19
    რომ დავურეკე სიუზანს და ვუთხარი, რომ აღარ ვაგრძელებდი სწავლას.
  • 17:19 - 17:21
    მან მიპასუხა ”შენ ვერსად ვერ წახვალ,
  • 17:21 - 17:23
    იმიტომ, რომ მე შენზე ფსონი დავდე, ამიტომ დარჩები.
  • 17:23 - 17:25
    დარჩები და აი, რას გააკეთებ.
  • 17:25 - 17:27
    თავს მოაჩვენებ.
  • 17:27 - 17:31
    შენ გამოხვალ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგთხოვენ.
  • 17:31 - 17:32
    კიდევ, და კიდევ, და კიდევ
  • 17:32 - 17:35
    სულ, რომ გული გისკდებოდეს, დამბლა დაგეცეს
  • 17:35 - 17:38
    სხეული არ დაგემორჩილოს. იქამდე, სანამ
  • 17:38 - 17:41
    არ დადგება მომენტი, როცა იტყვი ღმერთო! გამომდის!
  • 17:41 - 17:44
    ეს მე მართლა გამომდის, ბუნებრივად გამომდის.
  • 17:44 - 17:46
    და მეც ასე მოვიქეცი. ხუთი წელი უმაღლესში ვისწავლე,
  • 17:46 - 17:48
    რამდენიმე წელი. მერე ნორსვესტერნში მოვხვდი.
  • 17:48 - 17:51
    ჰარვარდში გადავედი. უკვე ჰარვარდში ვიყავი.
  • 17:51 - 17:54
    აქ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ მანამდე, დიდი ხანი მიტრიალებდა ეს აზრი თავში
  • 17:54 - 17:56
    ”ჩემი ადგილი აქ არ არის. აქ ყოფნა არ მეკუთვნის.”
  • 17:56 - 17:59
    ჰარვარდში პირველი წლის დასასრულს,
  • 17:59 - 18:04
    ერთი სტუდენტი, რომელიც, მთელი სემესტრი ჩუმად იჯდა აუდიტორიაში,
  • 18:04 - 18:07
    და რომელსაც ვუთხარი, უნდა ჩაერთო, თორემ არაფერი გამოგივათქო,
  • 18:07 - 18:09
    ჩემთან კაბინეტში შემოვიდა. აბსოლუტურად არ ვიცნობდი მას.
  • 18:09 - 18:13
    ძალიან დათრგუნული იყო და მითხრა,
  • 18:13 - 18:19
    აქ ჩემი ადგილი არ არისო.
  • 18:19 - 18:23
    და ეს ის მომენტი იყო, როცა მე ორი რამ გავიაზრე.
  • 18:23 - 18:25
    პირველი, იმას მივხვდი,
  • 18:25 - 18:28
    რომ, ღმერთო ჩემო, მე ეს განცდა აღარ მეუფლება. ხომ გესმით?
  • 18:28 - 18:31
    მე ასე აღარ ვფიქრობ, მაგრამ ის - ფიქრობს, და მე მისი მესმის.
  • 18:31 - 18:33
    ასევე გავიაზრე, რომ მისი ადგილი იქ იყო.
  • 18:33 - 18:35
    მას შეუძლია, ითამაშოს, თავი მოაჩვენოს და ერთხელაც გამოუვა.
  • 18:35 - 18:39
    ამიტომ ვუთხარი ”აქ არის შენი ადგილი. შენ გეკუთვნის აქ ყოფნა!”
  • 18:39 - 18:40
    ხვალ, თავს ისე მოგვაჩვენებ, თითქოს შეგიძლია
  • 18:40 - 18:43
    იგრძნობ, რომ ძალა გაქვს, და იცი რა?
  • 18:43 - 18:47
    გამოგივა! (ისმის აპლოდისმენტები)
  • 18:47 - 18:49
    (ისმის აპლოდისმენტები)
  • 18:49 - 18:53
    ”შენ შემოხვალ აუდიტორიაში,
  • 18:53 - 18:55
    და ყველაზე კარგ კომენტარს გააკეთებ, რაც გაგიკეთებია”
  • 18:55 - 18:58
    იცით? მართლაც გააკეთა ასეთი კომენტარი.
  • 18:58 - 18:59
    აუდიტორიაში ხალხი შებრუნდა, რომ შეეხედათ,
  • 18:59 - 19:03
    იმისთვის, რომელიც მანამდე არასოდეს შეუმჩნევიათ, იქ თუ იჯდა. (ისმი სიცილი)
  • 19:03 - 19:06
    რამდენიმე თვის მერე, ეს სტუდენტი ისევ მოვიდა ჩემთან და მივხვდი,
  • 19:06 - 19:08
    რომ მან, კი არა ითამაშა და ბოლოს კარგად გამოუვიდა,
  • 19:08 - 19:11
    არამედ მან ითამაშა და ბოლოს გაიშინაგნა.
  • 19:11 - 19:12
    ეს ადამიანი შეიცვალა.
  • 19:12 - 19:17
    ამიტომ მინდა გითხრათ, თამაშში ნუკი დახელოვნდებით,
  • 19:17 - 19:19
    ითამაშეთ, სანამ არ გაიშინაგნებთ. ხომ გესმით?
  • 19:19 - 19:23
    იქამდე ეცადეთ, სანამ არ გაითავისებთ და ბუნებრივი არ გახდება.
  • 19:23 - 19:26
    დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ
  • 19:26 - 19:30
    პატარა ბიძგებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ.
  • 19:30 - 19:33
    სულ ეს ორი წუთი.
  • 19:33 - 19:34
    ორი წუთი. ორი წუთი. ორი წუთი.
  • 19:34 - 19:38
    სანამ მორიგ დაძაბულ, შემფასებლურ სიტუაციაში ამოყოფთ თავს,
  • 19:38 - 19:40
    ორი წუთით, გააკეთეთ ეს. ლიფტში,
  • 19:40 - 19:44
    საპირფარეშოში, თქვენს მაგიდასთან - მოფარებულ ადგილას.
  • 19:44 - 19:46
    ეს გჭირდებათ. მომართეთ თქვენი გონება,
  • 19:46 - 19:48
    რომ სიტუაციას თავი საუკეთესოდ გაართვას.
  • 19:48 - 19:51
    აწიეთ თქვენი ტესტოსტერონის დონე. დაწიეთ კორტიზოლი.
  • 19:51 - 19:55
    ნუ გამოხვალთ იმ შეგრძნებით, რომ თავი ვერ გამოავლინეთ.
  • 19:55 - 19:57
    გამოდით გრძნობით, რომ
  • 19:57 - 19:59
    გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი სახე და შესაძლებლობები.
  • 19:59 - 20:01
    თქვენ კი მინდა გთხოვოთ, ისიც, რომ
  • 20:01 - 20:05
    თქვენ გამოიყენოთ ეს ხრიკი,
  • 20:05 - 20:07
    და ისიც, რომ
  • 20:07 - 20:10
    ეს ცოდნა სხვებს გაუზიაროთ. ეს მარტივია.
  • 20:10 - 20:12
    და ჩემს ეგოს ემეტება. (ისმის სიცილი)
  • 20:12 - 20:14
    გაეცით ეს ცოდნა. გაუზიარეთ სხვებს,
  • 20:14 - 20:16
    იმიტომ, რომ ის ვისაც ეს ცოდნა ყველაზე მეტად გამოადგება, ის ხალხია
  • 20:16 - 20:20
    ვისაც არც რესურსები აქვს, არც ტექნოლოგია,
  • 20:20 - 20:23
    არც სტატუსი და არც ძალაუფლება. მიეცით მათ ეს ცოდნა,
  • 20:23 - 20:25
    რადგან ამის გაკეთება მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ.
  • 20:25 - 20:27
    ამისთვის, მხოლოდ საკუთარი სხეული, სიმარტოვე და 2 წუთი დასჭირდებათ.
  • 20:27 - 20:30
    და მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალონ.
  • 20:30 - 20:35
    მადლობა. (ისმის აპლოდისმენტები)
  • 20:35 - 20:42
    (ისმის აპლოდისმენტები)
Title:
ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ
Speaker:
Amy Cuddy
Description:

ჩვენი სხეულის ენა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვა ადამიანები. მაგრამ, მას ჩვენს თვითაღქმაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. სოციალური ფსიქოლოგი, ემი ქადი, გვაჩვნებს, თუ როგორ ზემოქმედებს ძალაუფლების გამომხატველი პოზების მიღება (პოზები, რომლებიც გამოხატავენ თავდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა თავდაჯერებული), ტესტოსტერონისა და კორტიზოლის დონეებზე ჩვენს ტვინში. ის ასევე ამბობს, რომ ამან, შესაძლოა ჩვენი წარმატების ალბათობაც კი გაზარდოს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
21:02

Georgian subtitles

Revisions